თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს.

სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ.

მოლაშვილი სააკაშვილის გამოქვეყნებულ „ფეისბუქ-სტატუსს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხანდახან მასაც მოერევა სიბრაზე და ბევრი რამ ახსენდება წარსულიდან. მოლაშვილის თქმით, სააკაშვილი პატიმრობაში კომფორტულ გარემოში იმყოფება მაშინ, როცა წარსულში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

მისივე თქმით, მას ბრაზი მაშინ გადაუვლის, როდესაც ხედავს, „როგორი დემოკრატიაა ამ ქვეყანაში და რა დონეზეა დაცული ადამიანის და ასევე, სააკაშვილის მსგავსი მანქურთების უფლებები“.

„არ ვუპასუხებდი ამ შიზოიდს, უთვისტომო და უშინაარსო ადამიანის მსგავს წარმონაქმნს სერიოზულად, მაგრამ ხანდახან მეც მომერევა ხოლმე სიბრაზე და და ბევრი რამ მახსენდება წარსულიდან. ზის მშვენივრად გარემონტებულ საკანში, კარგს ჭამს და სვამს, პაემნები არ აკლია, ზარები, ინფორმაცია, ადვოკატები, გაგრილება და გათბობა. სქროლავს, პოსტავს, გვაგინებს, გვლანძღავს და გვემუქრება.

დიახ, ასეთი დემოკრატია ავაშენეთ ამ ქვეყანაში და ასეთ დონეზეა დაცული ყველას უფლება. დავწერდი, ადამიანის უფლებები მეთქი, მაგრამ ეს ხომ ადამიანი არ არის - როგორც თავში აღვნიშნე, უთვისტომო და უშინაარსო მანქურთია... არადა ამ დროს ამ მანქურთმა სულ სხვა რამ დაიმსახურა. დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით. დაიმსახურა ისეთი მოპყრობა, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს. ისეთი ბოლოც დაიმსახურა, როგორც სულხანს დაასრულებინეს სიცოცხლე მისი ბრძანებით და როგორც ბევრს, უდანაშაულოს...

მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება. ჰოდა, ბრაზი მაშინ გადამივლის ხოლმე, როდესაც ვხედავ, როგორი დემოკრატიაა ამ ქვეყანაში და რა დონეზეა დაცული ადამიანის და ასევე, სააკაშვილის მსგავსი მანქურთების უფლებები. ამ ყველაფერს საზოგადოებაც ხედავს და კარგია, რომ სწორ დასკვნებს აკეთებს.

p.s. მანქურთო სააკაშვილო, ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში ყველა ცხოველი, ფრინველი, თუ მცურავ/მცოცავი შენზე ბევრად ღირსეული, თავმოყვარე და სუფთაა, მათ ის მაინც იციან, რა ჯიშისანი არიან და რა ჰქვიათ - შენგან განსხვავებით“, - აცხადებს მოლაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791384011

ახალი ამბები

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

პროკურატურა პროკურატურა

1791383309

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ

1791383197

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791381935

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვი...

ირაკლი კობახიძე

1791380679

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება - თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატ...

ირაკლი კობახიძე