ისტორიაში პირველად საქართველო ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 მასპინძლობს

სპორტის მინისტრის მრჩეველი საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას" აკადემიის თანამშრომლობით საქართველო ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პირველად მასპინძლობს.

ბანაკის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის მრჩეველი მანანა ქავთარაძე ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო. ბანაკი 100 სპორტსმენზეა გათვლილი, აქედან 50 გოგონა და 50 ვაჟია.

ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ.„ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკის ფარგლებში აკადემიის ხელბურთის სპეციალისტები მონაწილეებთან ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ ვარჯიშებს ჩაატარებენ.

„ბარსელონას“ აკადემიის მწვრთნელები გადაამზადებენ ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებსაც, გაუზიარებენ მათ თანამედროვე ხელბურთის მეთოდოლოგიას, ინდივიდუალური ტექნიკისა და გუნდური ტაქტიკის პრაქტიკას.

ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა, ევროპული სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ქართველი ხელბურთელების პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს.

„ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი საქართველოში 26 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იქნება წარმოდგენილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785060514

ახალი ამბები

ავარია ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე - დაშავებულია 13 ადამიანი

ზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 13 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.  ისი­ნი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მა...

ავარია ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე

1785059247

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას იხსენებს, რუსეთთან ეკონომიკური და ტურისტული მიზნებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასთან დაკავშირებით და შესაბამი...

ცოტნე ანანიძე

1785058264

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრებაზე: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ, თუმცა, ბოდიში, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა „რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ანჯაფარი...

ააა

1785055805

მსოფლიო

ირანი უკრაინას ირანულ სავაჭრო გემზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანულ სავაჭრო გემზე კასპიის ზღვაში 26 ივლისს, დილით თავდასხმა განხორციელდა. ინციდენტის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა. თეირანი...

ირანი უკრაინას

1785052725

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, შიო მესამე მრევლს დალოცავს და ქადაგებით მიმართავს. წირვა სამებაში 10:00 საათზე დაიწყო. 

მეუფე შიო