ისტორიაში პირველად - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.

ისტორიაში პირველად, სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს.

საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულებში.
• ერთ სულზე რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი
• $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ზრდის ტემპი
• $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ზრდის ტემპი

1. სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 2024 წელს 10,7%-ით გაიზარდა. რითაც მსოფლიოში გავიდა მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ, 21-ე საუკუნეში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ისტორიული პროგრესით კი საქართველომ მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა. სავალუტო ფონდის შეფასებით ჩვენი საუკუნის პირველ მეოთხედში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე მაღალ ზრდას გაიანას ეკონომიკა აჩვენებს. გაიანას რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ სულზე ამ 25 წლიან პერიოდში 876%-ს გადააჭარბებს, მეორე ადგილზე ჩინეთია 513%-იანი ზრდით, მესამეზე კი საქართველო გადის, რომლის რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში 370 %-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო ასეთ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით შეინარჩუნებს. 2030 წელს ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 30 წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე იქნება და ამ სამათეულწლიან პერიოდში ზრდა 500%-ს გადააჭარბებს.

2. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის ზრდით საქართველო 2024 წელს მსოფლიოში მეორე ადგილზე დაწინაურდა. სავალუტო ფონდის შეფასებით ზრდამ 13,3%-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ასევე მეორე ადგილზე გავიდა ამ მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებითაც. 2012 წელთან შედარებით ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე საქართველოში 173%-ით გაიზარდა და 2024 წელს 28 258 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მაჩვენებლის ისტორიული პროგრესითაც 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. სავალუტო ფონდის შეფასებით, 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში ერთ სულზე ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკის მაჩვენებელი საქართველოში 793%-ით გაიზრდება და 2025 წელს 30 749 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდება. ასეთ ლიდერობას საქართველო მომდევნო 5 წლის მანძილზე შეინარჩუნებს და 2030 წელსაც 30 წლიანი ზრდის ტემპით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში იქნება. ერთ სულზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2030 წელს 43 434 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს.

3. ფონდის შეფასებით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current prices) 2024 წელს უკვე გახდა 12-ნიშნა სიდიდე, გადააჭარბა 104 მილიარდ 403 მილიონ დოლარს და ისტორიაში პირველად გადაუსწრო ლუქსემბურგს, რომლის ეკონომიკა 2024 წელს 100 მილიარდ 527 მლნ დოლარს გაუტოლდა. 2024 წლიდან საქართველოს აქვს უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ვიდრე ევროკავშირის და შენგენის ზონის 6 ქვეყანას _ ლუქსემბურგს, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსს, მალტას და ისლანდიას. 2029 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 149 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს, და პირველად გადაასწრებს სლოვენიას, რომლის ეკონომიკაც 2029 წლისთვის 147 მილიარდამდე გაიზრდება. 2030 წელს საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 159 მილიარდ 758 მილიონი საერთაშორისო დოლარი გახდება და 2025 წელთან შედარებით გაიზრდება 41%-ით. 2030 წელს საქართველოს ექნება უფრო დიდი ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ვიდრე ევროკავშირის და შენგენის ზონის 7 ქვეყანას: ლუქსემბურგს, სლოვენიას, ისლანდიას, მალტას, კვიპროს, ლატვიას და ესტონეთს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745396550

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა...

შალვა პაპუაშვილი

1745395774

ახალი ამბები

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება - განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიაში, 5 მარტიდან დღემდე, 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა“, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთა...

თბილისის მერია

1745394007

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: თუ ახლა მივიღეთ საბჭოთა კავშირის ნაცვლად ისეთი ევროკავშირი, რომელიც რეალურად ჩვენ აქ დაგვიწესებს როგორ უნდა ვიცხოვროთ, მაშინ რა არის მათ შორის განსხვავება?

ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის თემით შანტაჟზე საუბრობს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის რომ ევროკავშირი შანტაჟის ენით...

გურამ მაჭარაშვილი

1745393458

ახალი ამბები

მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შემუშავდა

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ „მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შეიმუშავა. როგორც დედაქალა...

კახა კალაძე

1745392120

ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს. სააგენტოს ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში 41 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შ...

ექსპორტი