ჯაბა ხუბუა: არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის, კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შებილწავენ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფას ეხმიანება და აცხადებს, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულე შვილის ვიდეოდან ქართველი მწერლის შეგინება და ქართული სულიერებისა თუ კულტურისათვის ფასეული საკითხების შებილწვა, გასაკვირი საერთოდ არ არის.

ხუბუას თქმით, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ ინდოქტრინაციას ახდენენ და რა „შხამით ჭყიპავენ“ ქართველ ახალგაზრდებს ბენდუქიძის შვილის უნივერსიტეტებში.

„საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის - კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შერყვნიან და შებილწავენ საერთოდ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია, რაც ქართველი კაცის ეროვნულ დვრიტას ქმნის და მისი იდენტობის ნაწილს წარმოადგენს. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო ადვილი წარმოსადგენია, რა იდეოლოგიას კულტივირებენ, როგორ ინდოქტრინაციას ახდენენ და რა შხამითა და ბალღამით ჭყიპავენ ქართველი ახალგაზრდების სულსა და გონებას თავის დროზე - კახა ბენდუქიძის, ახლა კი მისი რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ქალიშვილის მფლობელობაში არსებულ უნივერსიტეტებში. ქართული უმაღლესი განათლების სისტემაში დღემდე ანასტასია ბენდუქიძის მამის აჩრდილი რომ დაძრწის, სწორედ ეს არის დიდი უბედურება“, - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784499035

მსოფლიო

პირველად 16 წლის შემდეგ - ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა და ამით მსოფლიოს ჩემპიონატი 16 წლის შემდეგ მოიგო.  მატჩის 106-ე წუთზე ნიკო უილიამსის გადაცემის შემდ...

ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი

1784492989

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის განახლებას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს. გერმანიის კანცლერმა ინტერვიუში ისაუბრა იმ...

ფრიდრიხ მერცი

1784491371

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთთან პირდაპირი ფრენებზე: ეს გადაწყვეტილება და მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე

„ეს გადაწყვეტილება და მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ...

მარიამ ქვრივიშვილ

1784490241

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თანმიმდევრულად ვითარდება, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ საპორტო მოდელს საკუთარ გეოეკონომიკურ ამოცანებს არგებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართული დელეგაციის ვიზიტს როტერდამის პორტში. ანალიტიკოსი წერს, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანაკლიის პორტიც, როტერდამ...

დავით ქართველიშვილი

1784489806

ახალი ამბები

ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი: „ნოდარ დუმბაძის გული მოვ@@ან“: გინება არ არის, ჰიპოტეთურად ვსაუბრობდით

ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ, ნოდარ დუმბაძეს მისამართით სიძულვილის ენას იყენებს, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მესამე დღეა „ქარ...

ონისე ოქრიაშვილი