ფრიდრიხ მერცი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის განახლებას არ გამორიცხავს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს.
გერმანიის კანცლერმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, როგორ გაიგო შპანის გეგმის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ამბავი მან პარტიას ძალიან გვიან შეატყობინა.
„არავის გვქონდა რეალურად შესაძლებლობა, მასთან ამაზე გვესაუბრა. პარტიასა და საპარლამენტო ჯგუფს ამის შესახებ ძალიან გვიან უთხრა. დრო რომ გვქონოდა, სიმშვიდეში განვიხილავდით, მაგრამ ეს დრო არ გვქონდა“, – აღნიშნავს ფრიდრიხ მერცი.
ჟურნალისტმა ფრიდრიხ მერცს ჰკითხა, გრძნობს თუ არა თავს იმედგაცრუებულად, რაზეც გერმანიის კანცლერმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
„ამაზე საჯაროდ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, თუმცა თავად საკითხი უკვე დახურულია. ის გადადგა. მის მუშაობას პატივსაც ვცემ. როგორც ბუნდესტაგში საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და ამისთვის, ისევე როგორც ბოლო კვირების რეფორმებისთვის, მადლობას ვუხდი“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, იენს შპანმა, რომელიც ბუნდესტაგში მმართველი კონსერვატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო, 18 ივლისს თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში, სუროგატი დედის მეშვეობით, შვილს ელოდებოდა.
მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება პარტიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სუროგაციის წინააღმდეგია.
1784553780
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6327 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784553334
მსოფლიოირანის პრეზიდენტი: ირანი აშშ-სთან სრულმასშტაბიან ომში იმყოფება
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან „სრულმასშტაბიან ომში“ იმყოფება და თეირანი მზად უნდა იყოს ამ დაპირისპირების შედეგების მისაღებად. „რეალობა ის არის, რომ დღეს ირანის...
1784552847
საზოგადოებალეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქ...
1784550820
ახალი ამბებიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებას ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ იწყებს. ს...
1784548335
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ეს ხალხი რაც უფრო მეტად გამოაჩენს თავს, მით უფრო მეტად დარწმუნდებიან, თუ ვისთან გვქონია საქმე და ვის ვებრძოდით როგორც ამ ქვეყანაში, ასევე მათ პატრონებთან უცხოეთში
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბა...




























