ჯიპისი და ფარმადეპო 20.3 მილიონით დაჯარიმდა, PSP 17 მილიონით, ავერსი კი 14.4 მილიონით - კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. სააგენტოს უფროსის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქმე ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამას უკავშირდება, სადაც თითოეულ დაჯარიმებულ კომპანიას იდენტური ფასები ჰქონდა დაფიქსირებული.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას შეეხება:

ავერსი: 14,402,425 ლარი;
გეფა - ჯიპისი ფარმადეპო: 20,349,336 ლარი;
პსპ: 17,094,872 ლარი;
მერმისი: 951,301 ლარი.
კონკურენციის სააგენტო სააფთიაქო ქსელების დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს:

 

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ კომპანიებმა 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) სახელმწიფო ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული წამლების მიწოდებისთვის წარადგინეს თეთრების სიზუსტით ანალოგიური ფასი, რაც კომპანიებს შორის შეთანხმებულ მოქმედებაზე მეტყველებს.

ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმების მიზეზების შესახებ ისაუბრა კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის ჯგუფის უფროსმა ვახტანგ ქედელიძემ. მისი თქმით, ამ ჯარიმას კომპანიებისთვის პრევენციული სახე უნდა ჰქონდეს.

“სახელმწიფო სრულად აფინანსებს ონკოლოგიურ პროგრამას, თუმცა წლიური ლიმიტი არის 25,000 ლარი ერთ პაციენტზე. ეს მოიცავს მედიკამენტებს და სხვა ჩარევებს. კომპანიების მიერ ადგილი არ ჰქონდა საფასო კონკურენციას, რათა მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონოდა უკეთ აეთვისებინა 25,000 ლარის ლიმიტი. შესაბამისად, შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა სახელმწიფო ხარჯების არაეფექტიანად ათვისებას.

ამასთან, განვმარტავთ, რომ ონკოლოგიური მედიკამენტები გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ფასებით და ამ მხრივ დიდ თანხებზე არის საუბარი. ფასების ფიქსაცია ხდებოდა თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზეც. ამ ჯარიმას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი, რათა არც ამ ბაზარზე და არც სხვა ბაზარზე არ მოხდეს შეთანხმებული ფასებით მოქმედების გამეორება,"- განაცხადა ვახტანგ ქედელიძემ.

"სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.

სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს:

• 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით;

• 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით;

• 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით

ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი პი სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს,"- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747497033

ახალი ამბები

კახა კალაძე - ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად

 თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. „მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ოჯახის სიწმინდის დღე! ეს დღე განსაკუთრებული დატვირთვის და მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ოჯახუ...

კახა კალაძე

1747495836

ახალი ამბები

გია აბაშიძე - სად დგას საქართველოს საზოგადოება? იქ, სადაც ღირსებაა, თავისუფლების მოყვარეობაა, სუვერენიტეტის განმტკიცება და დედა ეკლესიაა, ეს წლევანდელმა ოჯახის სიწმინდის დღემაც დაადასტურა

 „სად დგას საქართველოს საზოგადოება? იქ, სადაც ღირსებაა, თავისუფლების მოყვარეობაა, სუვერენიტეტის განმტკიცება და დედა ეკლესიაა, ეს წლევანდელმა ოჯახის სიწმინდის დღემაც დაადასტურა. სხვადასხვა სოციალური ფე...

ანალიტიკოსი

1747492755

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ჭეშმარიტად ევროპული და ჭეშმარიტად ქრისტიანულია

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო....

შალვა პაპუაშვილი

1747490017

მსოფლიო

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად

 „მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნულიინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამ სიტყვებით მ...

ირაკლი კობახიძე

1747488544

ახალი ამბები

ბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართა

 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან, საზეიმო მსვლელობა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან...

ბათუმში