შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელთა საბაზისო მომზადების მე-2 და მე-3 ჯგუფის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცერემონია ოფიციალურად გახსნა შსს აკადემიის რექტორმა, ლელა ჩიქოვანმა, რომელმაც კურსდამთავრებულებს პროფესიული საქმიანობის დაწყება მიულოცა.

მან ხაზი გაუსვა პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობას და წარმატებული კარიერული გზა უსურვა.

40 კურსდამთავრებულისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ეკა ზაალიშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები – კახა ბუხრაძე და უშანგი ლომიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კახა მურადაშვილი, აკადემიის ინსტრუქტორები, კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

პოლიციელთა საბაზისო მომზადების სასწავლო პროგრამა თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარებით გაღრმავებაზეა ორიენტირებული, რომლის მიზანია საპოლიციო დანაყოფებისათვის ახალი კადრების მომზადება, მათთვის საბაზისო ცოდნის მიღება და პოლიციელთათვის პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752699220

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: არის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტული მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია. როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიდგება კონკურენტად, იქ ბუნებრივია შენ მოიგებ ყველა ვარიანტში

მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის იმდენად დისკრედიტირებული, რომ არაფერი არ ეშველება. არის მოსაზრება და შეიძლება გარკვეული საფუძველიც ჰქონდეს ამას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტულ...

მამუკა მდინარაძე

1752696459

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: აშშ-ში ყოფილი ადმინისტრაცია რომ იყოს, იგივე ტურბულენტობა იქნებოდა დღესაც. პირდაპირპროპორციულია - ფული რამდენიც შემოუშვეს ქვეყანაში, იმხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი რაღაც თემებზე; ფული დაიკეტა - პროტესტიც ჩაიფარცხა

გიწერენ, რომ გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი, ჩვენ ვისაც გვინდა დავაფინანსებთ და არც გეცოდინებათ, ვინ გეკითხებათ მე ვის დავაფინანსებო და გეუბნებიან გააუქმე კანონი, რომელიც შეეხება არასრულწლოვნების დაცვ...

 მამუკა მდინარაძე

1752695679

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: ერთადერთი მთავარი „კოზირი“, რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს?! - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით

„ერთადერთი მთავარი „კოზირი“ რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება, გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს? - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებ...

მამუკა მდინარაძე

1752695644

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: მოლდოვაში სიღარიბე 2%-ით გაუარესდა, დსთ-ში მყოფ ქვეყანაზე გეუბნებიან, რომ მისაბაძი ქვეყანააო, ადრე „გაიშნიკებს“ 2- 5-ლარიანებს რომ აძლევდნენ, ისეთი მდგომარეობაა ამ ქვეყანაში და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენი დემოკრატია საფრთხეშიაო

მოლდოვას რომ გვადარებენ, მოლდოვაში სიღარიბე იყო შარშან უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 2012 წელს, „ნაცების“ დროინდელზე ერთი პროცენტით უარესი იყო და ორი პროცენტით კიდევ უფრო გაუარესდა, - განაცხადა „ქარ...

მდინარაძრ

1752695230

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე: ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?!

ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?! - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „...

მამუკა მდინარაძე