კახა კალაძე: დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას

 დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას, რომლის გარეშე, ქვეყნის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, სამი საათის მონაცემებით უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება, რაც ოპოზიციას შანსს არ უტოვებს. გარდა ამისა, კალაძის ინფორმაციით, ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა, თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად, ბოლო ძალების მოკრებაა საჭირო.

„უნდა აღინიშნოს, რომ 3 საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმატებას, არავითარ შანსს არ უტოვებს. ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, თუმცა, სჭირდება ბოლო ძალების მოკრება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მოსვლა, იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. ამისთვის, თითოეული ამომრჩევლის ხმას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ახლა არ გავაგრძელებ და არ ვიტყვი იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამაზე, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ძალიან ბევრი გვაქვს ნასაუბრები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ბედი, ტრადიციული ფასეულობების დაცვა, საქართველოს მშვიდობიანი, ღირსეული და ნათელი ევროპული მომავალი - მოდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, რომელიც მოწოდებულია, ყველაფრის ფასად დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები, დაიცვას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესები. მოვუწოდებ ყველას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი კონკრეტული ტელევიზიებისა და კონკრეტული დაჯგუფებების კოორდინირებულ მცდელობას, ხელოვნურად არეულობა შეიტანონ არჩევნების მიმდინარეობაში, რათა შექმნან ყალბი აღქმა, არჩევნების მშვიდობიანი მიმდინარეობის წინააღმდეგ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისკენ. თქვენ დღეს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა თქვენი უშუალო წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობით ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729965325

საზოგადოება

ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.94% შეადგინა - ცესკო

ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია. „კენჭისყრის პროცესი დასრულდა....

ცესკო ცესკო

1729958503

სოციალური მედია

„ჩემ არჩევანს 60% გარანტირებული აქვს“ - რას ამბობს ზალიკო ბერგერი

 დიზაინერი ზალიკო ბერგერი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობს. მისი თქმით არჩევნებზე არასდროს ყოფილა, თუმცა დარწმუნებულია რომ მისი ა...

ზალიკო ბერგერი

1729956964

ახალი ამბები

პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე: ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი „ნიანგის ცრემლები“ არავისთვის არ არის საინტერესო

 „არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-სთან და შს მინისტრთან“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახ...

სალომე ზურაბიშვილი

1729953321

საზოგადოება

17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 50.6% მივიდა - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, 17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 768 816 ა...

ცესკო - ბრიფინგი

1729948783

ჰოროსკოპი

სამყარო მალე ზოდიაქოს 6 ნიშნის ძალას შეამოწმებს

 ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს გამოწვევების პერიოდები, როდესაც მნიშვნელოვანია სულის სიმტკიცისა და თავდაჯერებულობის გამოვლენა. უახლოეს მომავალში ექვს ნიშანს ექნება გამოწვევები, რაც მათ ზრდასა და გაძლიერებ...

	ჰოროსკოპი