კახა კალაძე: ეს გამარჯვება პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები

 მინდა, პირველ რიგში მადლობით დავიწყო, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. მართლაც რომ, ძალიან ემოციური დღეა, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვისათვის.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მხარდამჭერებს, რომლებიც ამ ხნის მანძილზე მიღებული შეურაცხყოფის და ბულინგის მიუხედავად, არ გატყდა და იდგა იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ეროვნული ინტერესები. დაცული იყოს პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები და რა თქმა უნდა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად.

მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდა და თავისი პრინციპულობით იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“ - განაცხადა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729965325

საზოგადოება

ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.94% შეადგინა - ცესკო

ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია. „კენჭისყრის პროცესი დასრულდა....

ცესკო ცესკო

1729956964

ახალი ამბები

პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე: ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი „ნიანგის ცრემლები“ არავისთვის არ არის საინტერესო

 „არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-სთან და შს მინისტრთან“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახ...

სალომე ზურაბიშვილი

1729953321

საზოგადოება

17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 50.6% მივიდა - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, 17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 768 816 ა...

ცესკო - ბრიფინგი

1729948783

ჰოროსკოპი

სამყარო მალე ზოდიაქოს 6 ნიშნის ძალას შეამოწმებს

 ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს გამოწვევების პერიოდები, როდესაც მნიშვნელოვანია სულის სიმტკიცისა და თავდაჯერებულობის გამოვლენა. უახლოეს მომავალში ექვს ნიშანს ექნება გამოწვევები, რაც მათ ზრდასა და გაძლიერებ...

	ჰოროსკოპი

1729948388

ახალი ამბები

კახა კალაძე: დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას

 დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირს...

კახა კალაძე