17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 50.6% მივიდა - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, 17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 768 816 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50.6%-ს შეადგენს.

„ამ დროისათვის კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს.

ცესკო ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს შეახსენებს.

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და  ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება  ცესკოში. რის შემდეგაც ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონულ უბნებზე ასევე  გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც 20:00 საათზე დაიხურება უბნები, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. საუბნო შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია  ცესკოს ოფიციალურ Facebook-სა  და Youtube-ზე განხორციელდება“, - აცხადებენ ცესკოში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729965325

საზოგადოება

ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.94% შეადგინა - ცესკო

ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია. „კენჭისყრის პროცესი დასრულდა....

ცესკო ცესკო

1729958503

სოციალური მედია

„ჩემ არჩევანს 60% გარანტირებული აქვს“ - რას ამბობს ზალიკო ბერგერი

 დიზაინერი ზალიკო ბერგერი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობს. მისი თქმით არჩევნებზე არასდროს ყოფილა, თუმცა დარწმუნებულია რომ მისი ა...

ზალიკო ბერგერი

1729956964

ახალი ამბები

პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე: ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი „ნიანგის ცრემლები“ არავისთვის არ არის საინტერესო

 „არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-სთან და შს მინისტრთან“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახ...

სალომე ზურაბიშვილი

1729948783

ჰოროსკოპი

სამყარო მალე ზოდიაქოს 6 ნიშნის ძალას შეამოწმებს

 ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს გამოწვევების პერიოდები, როდესაც მნიშვნელოვანია სულის სიმტკიცისა და თავდაჯერებულობის გამოვლენა. უახლოეს მომავალში ექვს ნიშანს ექნება გამოწვევები, რაც მათ ზრდასა და გაძლიერებ...

	ჰოროსკოპი

1729948388

ახალი ამბები

კახა კალაძე: დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას

 დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირს...

კახა კალაძე