ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების ფორმატთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ცესკოს შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და დეტალები განმარტა.

როგორც ცნობილია, ცესკოს შედეგების ვებგვერდზე იტვირთება როგორც ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი კენჭისყრის შედეგების ანგარიში, ე.წ. ქვითრები, ასევე, ის შემაჯამებელი ოქმები, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენების ხელის გადათვლის შემდგომ ადგენენ და გზავნიან ცესკოში.

შარაბიძის თქმით, აღნიშნული საკითხი გარკვეული პირების მხრიდან გახდა მანიპულაციის საგანი, სწორედ ამიტომ მან განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ იმ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებიც შედგება ხელით გადათვლის შემდეგ.

გიორგი შარაბიძის განმარტებით, აღნიშნული ოქმები საიტზე იტვირთება ეტაპობრივად და ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს წვდომა ამ მონაცემებზე.

„ცალსახად განვმარტავ, რომ ამ შემაჯამებელი ოქმების შედეგები, ჩვენი რეზულტატების ვებგვერდზე არის ცალკე, ხოლო მათ ვისაც ელექტრონული არჩევნების შედეგები აინტერესებს, რომელიც გამოცხადდა რეკორდულად სწრაფ დროში, - ერთ საათსა და 40 წთ-ში, მარტივად შეუძლიათ ნახონ ის ღილაკზე - „ელექტრონული არჩევნები“ დაჭერით. რის შემდეგაც თქვენ ნახავთ იმ შედეგს, რომელიც გამოცხადდა ელექტრონული მანქანების მიერ დათვლილი შედეგების მიხედვით.

შესაბამისად, გამჭვირვალობის დაცვით, ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ორივე შედეგი არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისთვის ჩვენი შედეგების გვერდზე“, - განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729965325

საზოგადოება

ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.94% შეადგინა - ცესკო

ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია. „კენჭისყრის პროცესი დასრულდა....

ცესკო ცესკო

1729956964

ახალი ამბები

პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე: ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი „ნიანგის ცრემლები“ არავისთვის არ არის საინტერესო

 „არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-სთან და შს მინისტრთან“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახ...

სალომე ზურაბიშვილი

1729953321

საზოგადოება

17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 50.6% მივიდა - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, 17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 768 816 ა...

ცესკო - ბრიფინგი

1729948783

ჰოროსკოპი

სამყარო მალე ზოდიაქოს 6 ნიშნის ძალას შეამოწმებს

 ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს გამოწვევების პერიოდები, როდესაც მნიშვნელოვანია სულის სიმტკიცისა და თავდაჯერებულობის გამოვლენა. უახლოეს მომავალში ექვს ნიშანს ექნება გამოწვევები, რაც მათ ზრდასა და გაძლიერებ...

	ჰოროსკოპი

1729948388

ახალი ამბები

კახა კალაძე: დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას

 დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირს...

კახა კალაძე