ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.94% შეადგინა - ცესკო

ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია.

„კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყველა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ოპერატიული რეაგირება კანონის შესაბამისად.

ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060 412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94% პროცენტს შეადგენს. ეს არ არის საბოლოო მონაცემი, ვინაიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.

ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. ამდენად ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრი ამ დროისთვის კვლავ აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები უმოკლეს ვადებში იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის.

როგორც იცით შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში იგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს.

ამ დროისთვის სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge უკვე ატვირთულია ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი 1000-ზე მეტი  კენჭისყრის წინასწარი შედეგების ანგარიში, ე.წ ქვითარი.

მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, როგორც პროცესმა აჩვენა, ისინი მარტივად ადაპტირდნენ ახალ ტექნოლოგიებთან.  ასევე მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას“, - განაცხადეს ცესკოში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსულია 337 საჩივარი.

„ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსულია 337 საჩივარი. ძირითადად საჩივრები დაწერილია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ფარულობის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, უბნის გარეთ მომხდარი ფაქტები, აგიტაციის წესის დარღვევა,  დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია  ცესკოს ოფიციალურ Facebook-სა  და Youtube-ზე განხორციელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის დროულად მიწოდებას. დილის 06:45 წუთიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. კონტაქტ-ჰაბის თანამშრომლებმა ამ დრომდე უპასუხეს  3000 -მდე ზარს და 900-მდე შეტყობინებას“, - აღნიშნეს ცესკოში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729958503

სოციალური მედია

„ჩემ არჩევანს 60% გარანტირებული აქვს“ - რას ამბობს ზალიკო ბერგერი

 დიზაინერი ზალიკო ბერგერი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობს. მისი თქმით არჩევნებზე არასდროს ყოფილა, თუმცა დარწმუნებულია რომ მისი ა...

ზალიკო ბერგერი

1729956964

ახალი ამბები

პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე: ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი „ნიანგის ცრემლები“ არავისთვის არ არის საინტერესო

 „არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-სთან და შს მინისტრთან“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახ...

სალომე ზურაბიშვილი

1729953321

საზოგადოება

17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 50.6% მივიდა - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, 17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 768 816 ა...

ცესკო - ბრიფინგი

1729948783

ჰოროსკოპი

სამყარო მალე ზოდიაქოს 6 ნიშნის ძალას შეამოწმებს

 ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს გამოწვევების პერიოდები, როდესაც მნიშვნელოვანია სულის სიმტკიცისა და თავდაჯერებულობის გამოვლენა. უახლოეს მომავალში ექვს ნიშანს ექნება გამოწვევები, რაც მათ ზრდასა და გაძლიერებ...

	ჰოროსკოპი

1729948388

ახალი ამბები

კახა კალაძე: დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას

 დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირს...

კახა კალაძე