ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

„დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, არჩევნები შედგა - არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი წარმატებით განხორციელდა“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი შედეგებით, დათვლილია 2026 ტექნოლოგიური უბანი.

„არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს.

ამომრჩევლები ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად, შეუფერხებლად აკეთებდნენ არჩევანს. ეს, რა თქმა უნდა, შედეგია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა სწორად, მიზანმიმართულად დაგეგმა და შესაბამისად, ეფექტიანად განახორციელა. თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ინფორმირების, ქცევის ტრანსფორმირებაზე ორიენტირებული, უპრეცედენტო და ფართომასშტაბიანი კამპანია, გაიმართა შესაბამისი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, ასევე განხორციელდა საარჩევნო პროცესში რისკების დაზღვევაზე ორიენტირებული საქმიანობა და სხვა არაერთი ნოვაციური პროექტი.

ჩვენთან ერთად არჩევნების წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც ამომრჩევლებმა, ისე იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. ასევე მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება. გაწეული მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და მედიას.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს. და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, რომლებსაც, ზოგ შემთხვევაში, უპრეცედენტო ზეწოლისა და უსამართლო ბრალდების ფონზეც კი უწევდათ მუშაობა, მაგრამ შეძლეს და კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად წარმართეს.

სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები. თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

პირველადი წინასწარი შედეგებით, დათვლილია 2026 ტექნოლოგიური უბანი.

N3 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 3 479 ხმა (საერთო ხმების 0.197%)

N4 „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 197 619 ხმა (11.2%)

N5 „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 173 510 ხმა (9.834%)

N6 „ევროპელი დემოკრატები“ - 7 066 ხმა - (0.4%)

N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 44 689 ხმა (2.533%)

N9 „ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 159 306 (9.029%)

N10 „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 13 350 ხმა (0.757%)

N12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 1637 ხმა (0.093%)

N16 „შეცვალე საქართველო“ - 11 071 ხმა (0.627%)

N17 „საქართველო“ - 2 0463 ხმა (0.14%)

N20 „თავისუფალი საქართველო“ - 3 651 ხმა (0.207%)

N21 „ტრიბუნა“ - 2 162 ხმა (0.123%)

N23 „ჩვენ“ - 2 244 (0.127%)

N25 „გახარია საქართველოსთვის“ - 145 205 (8.229%)

N26 „მემარცხენე ალიანსი“ - 1 115 (0.063%)

N27 „ქართველ ერთობა“ - 3 918 (0.222%)

N36 „გირჩი“ - 56 980 (3.229%)

N41 „ქართული ოცნება“ 935 004 (52.991%)

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729965325

საზოგადოება

ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.94% შეადგინა - ცესკო

ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია. „კენჭისყრის პროცესი დასრულდა....

ცესკო ცესკო

1729956964

ახალი ამბები

პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე: ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი „ნიანგის ცრემლები“ არავისთვის არ არის საინტერესო

 „არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-სთან და შს მინისტრთან“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახ...

სალომე ზურაბიშვილი

1729953321

საზოგადოება

17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 50.6% მივიდა - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, 17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 768 816 ა...

ცესკო - ბრიფინგი

1729948783

ჰოროსკოპი

სამყარო მალე ზოდიაქოს 6 ნიშნის ძალას შეამოწმებს

 ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს გამოწვევების პერიოდები, როდესაც მნიშვნელოვანია სულის სიმტკიცისა და თავდაჯერებულობის გამოვლენა. უახლოეს მომავალში ექვს ნიშანს ექნება გამოწვევები, რაც მათ ზრდასა და გაძლიერებ...

	ჰოროსკოპი

1729948388

ახალი ამბები

კახა კალაძე: დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას

 დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირს...

კახა კალაძე