კახა კალაძე იგორ ბლაჟევიჩზე: გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ არსებობს იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით ვიდეოჩანაწერი, ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებზე.

მისივე განმარტებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ.

„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანები ქვეყანაში გადატრიალებაზე, დაპირისპირებაზე ტრენინგებს ატარებდნენ. რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ კონკრეტული ვიდეოჩანაწერი, რაც ეხებოდა რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ეს შეფუთული იყო ისე, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ. რეალურად კი სისხლისღვრაზე იყო საუბარი. საზოგადოება ხედავს, რომ გარე აქტორები არიან ჩართულები. საქართველოს მოსვენებას არ აძლევენ. სიფრთხილეა საჭირო. მადლობას ვუხდი შესაბამის სამსახურებს, რომ არიან მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა სამსახურის ერთობლივი და ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვანია.

„სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ფაქტები იყო. ამან საზოგადოებაშიც აღშფოთება გამოიწვია. როგორც ვიცი, ამაზე გამოძიება დაწყებულია. როგორც მოვისმინე, იდენტიფიცირების პრობლემა არის, თუმცა შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა. საამაყოა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. საამაყოა ის, რომ დღეს ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა. თითოეული სამსახურის ეფექტური მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776926817

მსოფლიო

რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს

რუსეთის ფედერაცია „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ალექსანდრე პანკინზე დაყრდნობით ავრცელებს. „მივიღეთ მოსა...

დიდი ოცეული

1776925949

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: EMA-ის სერტიფიკატი არცერთს არ აქვს. FDA-ის აქვს მინიჭებული, მაგრამ აქაც დაჩქარებული წესით, კვლევები უნდა ჩატარდეს - ჯერ ცხოველებზე, ადამიანებზე და ამის შემდეგ დადგინდეს, წამალი უსაფრთხოა თუ არა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ერთ-ერთი მედიკამენტის შეს...

მიხეილ სარჯველაძე

1776925128

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსში განხეთქილებაზე: აქ არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ - ამას ძალიან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა, რომ ასე დამთავრდებოდა

ამას ძალიან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა, რომ ასე დამთავრდებოდა, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. იგი ამგვარად გ...

თენგიზ შარმანაშვილი

1776924229

ახალი ამბები

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.   ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფო...

მოძრაობა აკრძალულია

1776923290

ახალი ამბები

მესტია-უშჰულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ185 (მეს...

მოძრაობა - გზა, თოვლი