საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი მედალი მოიპოვა და შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი - ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა; შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა პირველად მოიპოვეს ოთხი ოქროს მედალი და ისტორიაში პირველად საქართველოს ოთხი ევროპის ჩემპიონი ჰყავს. ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100) იზეიმეს. ვერცხლის მედლები გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორი კი ილია სულამანიძე (-100 კგ) გახდა.
კონტინენტის პირველობა 16 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში 46 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა, ასპარეზობა პირველად 2009 წელს ჩატარდა.
1776833606
საზოგადოებანინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს
პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე. მისი თქმით, მამუკა მდინარაძემ სახელ...
1776805186
ახალი ამბებიაბას არაღჩის განცხადებით, ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. „კომერციულ გემზე დარტყმა და მისი ეკიპაჟის...
1776803771
ახალი ამბებიპოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად შეხვედრები ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოები...
1776802031
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და სააკაშვილი არ დაუთმობს
ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, იმას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ. მისივე თქმით, პირველობას არც ერთი დათმობს. იძუ...
1776801968
ახალი ამბებიდიდი ბრიტანეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც 2009 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული პირებისთვის თამბაქოს მიყიდვას კრძალავს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც 2009 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს თამბაქოს აღარ მიჰყიდიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჯანმრთელობისა და სოციალური და...


























