კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ და ვისმენთ განცხადებების სახით

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადება, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებისა და კიდევ ორი მოსამართლის დასანქცირების რეკომენდაციის შესახებ, არის იმ შანტაჟის ნაწილი, რაც ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებით ხორციელდება.

„ამდენი ტყუილი და სიცრუე, წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი არის იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა. საქართველო არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს - არ მიუერთდა სანქციებს, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა არ მივეცით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისინი დამარცხდნენ, ამიტომ ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ და ვისმენთ ამ განცხადებების სახით“, - აღნიშნა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესებს, აქ კომპრომისი წარმოუდგენელია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752592925

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია

„უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - ამ...

ლევან მახაშვილი

1752592132

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადავიდა 24 საათიან რეჟიმზე, მოხდა კომუნიკაცია თითოეულ ოჯახთან, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად თითოეული ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედია იყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენ...

ირაკლი ბენდელიანი

1752589163

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ერთი თვის წინ ჩატარდა კვლევა, სადაც რადიკალურად არის შემცირებული ჩვენი მოქალაქეების კეთილგანწყობა ევროპის მიმართ, რასაც იწვევს სწორედ ეს მიდგომები ევრობიუროკრატების მხრიდან

ქალბატონი ზურაბიშვილის წერილის არავის უკვირს, მსგავსი წერილი ბევრი გვინახავს, ჩვენ გვახსოვს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წერილებიც. აქ ახალი არაფერია, კონტრპროდუქტიულია მათთვისაც და ამ ევრობიუროკრატებისთ...

ლევან მაჭავარიანი

1752589125

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: საზოგადოებამ ეს ფილმი იხილა წინა არჩევნებზე, როდესაც ევრობიუროკრატებმა ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას და რა მოიმკეს ამით თავად შეაფასონ. ქართველი ხალხი ვერ იტანს უსამართლობას

ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ეს ტრაგედია და ჩვენ რაღაცებზე უარი განვაცხადეთ, ეს განწყობა შეიქმნა ევრობიუროკრატებში. მათ გადაწყვიტეს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაისაჯოს, ვინაიდან არ მიიღო...

ლევან მაჭავარიანი

1752589082

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: დიალოგის გამართვაზე მზაობას კიდევ ერთხელ ვაცხადებთ. ოპოზიცია ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა პარლამენტია

ოპოზიცია ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა არის პარლამენტი, სადაც ოპოზიციას შეეძლო გამოეყენებინა ტრიბუნა...

ლევან მაჭავარიანი