კახა კალაძე ლუკა ძაძამიაზე: ამ ახალგაზრდამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს
კახა კალაძე მედიასთან ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებას გამოეხმაურა.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
„ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მედიის კითხვას, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებში მის მონაწილეობას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შეუცდომელი არავინაა, მან აღნიშნულ ქმედებაზე განმარტებები გააკეთა და ამას მის წასვლასთან კავშირი არ აქვს.
„ყველას გვეშლება ცხოვრებაში, ის ახალგაზრდაა, მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. მის აწმყოზე ყველაფერი გასაგები იყო, მომავალზე - თვითონ ისაუბრებს. არანაირი პრეტენზიები მის მიმართ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან არ ყოფილა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1786134716
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...
1786134613
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულ...
1786133091
საზოგადოებარუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა
რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია. 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფ...
1786132174
მსოფლიოაშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ
აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. კანონპროექტი, რომელსაც მისი უმთავრესი მხარდამჭერის პატივსაცემად სახელი გადაერქვ...
1786129832
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს
ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს,...


























