არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს

ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

„ჩვენი გუნდის ძალისხმევით ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთ ქართველ ჯარისკაცს ვერავინ ცილს ვერ დასწამებს და ვერ იტყვის, რომ მან ადამიანის უფლებები დაარღვია. ჩვენი გამოისობით რუსეთს ჰქვია ოკუპანტი ქვეყანა სამართლებრივ დონეზე.

ეს ადამიანები არა მხოლოდ 2008 წელს, 2003 წლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე, ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს მათი მოღალატეობრივი, არაკონსტიტუციური ნაბიჯები და მათ აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ქართულ პოლიტიკაში წყალი აამღვრიონ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ვნებს და, რომელსაც „ნაციონალების“ ხელმოწერა ადასტურებს. რეზოლუცია 16 33 ევროსაბჭომ აგვისტოს ომიდან 2 თვეში დაამტკიცა. შინაარსის სიმძიმის გადაფარვას სააკაშვილის გუნდი დღემდე იმის მტკიცებით ცდილობს, რომ თითქოს მისი დანარჩენი ნაწილი ამ სიმძიმეს წონიდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786119992

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გიორგი ბარამიძემ რაც თქვა, პირდაპირ ქვეყნის ინტერესების ღალატია

„გიორგი ბარამიძემ რაც თქვა, პირდაპირ ქვეყნის ინტერესების ღალატია. იმის თქმა, რაც ბუნებაში არ ყოფილა, ემსახურება სხვა ქვეყნისა და ძალების ინტერესებს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტ...

არჩილ გორდულაძე

1786118171

ახალი ამბები

ავარია ხაშურში - დაღუპულია ერთი ადამიანი

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.  როგორც ირკვევა, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6...

საპატრულო პოლიცია

1786117331

საზოგადოება

საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. პრ...

თბილისის საქალაქო სასამართლოშ

1786114685

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა

საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა, - განაცხადა საფ...

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

1786112478

საზოგადოება

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრი, გიორგი სიხარულიძე აცხადებს, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს. საინიციატივო ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ იურიდიული...

გიორგი სიხარულიძე