კახა კალაძე: ცენტრალური გზები სრულად გაწმენდილია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება
„ცენტრალური გზები სრულად გაწმენდილია, ასევე, მეორე ხარისხოვანი გზები. ტრანსპორტის თვალსაზრისით არსად შეზღუდვა არ გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში მოსულ ნალექთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გზებზე ტექნიკური მარილი იყრება.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას მოუწოდა, ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
„გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დავიწყეთ. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური - „თბილსერვისი“, გამგეობები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს. აქტიური თანამშრომლობა მიდის საპატრულო პოლიციასთან, 112-თან, რადგან თუ სადმე რაიმე აუცილებლობა არსებობს, ცხელი ხაზი ჩართულია და გვაწვდიან შესაბამის ინფორმაციას. გარდა ამისა, მოქმედებს დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზი. ასევე, ინფორმაციას ვიღებთ ჩვენი სატრანსპორტო კომპანიიდან ავტობუსების მძღოლების საშუალებით.
ცენტრალური გზები სრულად გაწმენდილია, ასევე, მეორე ხარისხოვანი გზები. ტრანსპორტის თვალსაზრისით არსად შეზღუდვა არ გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება. მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი ნალექი დღეს ღამეს და ხვალ, მთელი დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ვმორიგეობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზები იყოს გახსნილი. ტექნიკური მარილით დამუშავება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. მინდა, ასევე, ვთხოვო თანამოქალაქეებს, შემოერთებულ ტერიტორიებზე ზამთრის საბურავების გარეშე თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან. უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები გრძელდება. 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა გვყავს მობილიზებული“, - აცხადებს კახა კალაძე.
1768747525
ახალი ამბებითბილისის შემოვლით გზაზე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა - არის მსხვერპლი
თბილისის შემოვლით გზაზე, გლდანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-...
1768747190
მსოფლიო„მზად ვართ დიალოგისთვის“ - ნატოს რვა ქვეყანა აცხადებს, რომ ტრამპის ტარიფების მუქარა ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ძირს უთხრის
ნატოს წევრი რვა ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების დაწესებით ემუქრება, ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და გაერთი...
1768744255
მსოფლიოპირს მორგანი: ბრიტანეთმა ამერიკა უნდა გამოისყიდოს, ბოლოს და ბოლოს, ის ერთ დროს ჩვენი იყო და ეს გააძლიერებდა ჩვენს ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას
ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას გრენლანდიის მიერთებასთან დაკავშირებით გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტი, პირს მორგნი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ალტერნატიულ...
1768742244
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: კოლექტიურ „ნაცებში“ შვილმკვდარი მშობლების ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია კვლავ გრძელდება, ამჯერად „ჩერგომ“ გადაწყვიტა შვილმკვდარი დედის პროტესტის მითვისება
კოლექტიურ „ნაცებში“ შვილმკვდარი მშობლების ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია კვლავ გრძელდება. ამჯერად ჩერგომ გადაწყვიტა შვილმკვდარი დედის პროტესტის მითვისება და ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა „სისტემა უნ...
1768740360
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სუს-მა უკვე მიმართა პროკურატურას. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშ...































