ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირის აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც საუბარია 7 მილიარდ ევროზე, რომლის უმრავლესობაც პოლიტიკურ ლობიზმზეა დახარჯული
თვითონ ევროკავშირში ამასთან დაკავშირებით არის სერიოზული უკმაყოფილება, ვინაიდან უკრაინაში დაწყებული ომის შედეგად ევროკავშირის ფინანსური მდგომარეობა არის გაუარესებული და ასეთი მიმართულებით თანხების გასროლას, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება მოჰყვება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევრო ბიუროკრატიის მიერ ძალადობრივი აქციების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ევროკავშირის აუდიტის სამსახურმა პირდაპირ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც კონკრეტულად საუბარია 7 მილიარდ ევროზე, რომლის უმრავლესობაც პოლიტიკურ ლობიზმზეა დახარჯული.
„კონტროლის პალატამ, ანუ ევროკავშირის აუდიტის სამსახურმა პირდაპირ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც კონკრეტულად საუბარია 7 მილიარდ ევროზე. თანხის უმრავლესობა ჩაითვალა, რომ არის დახარჯული პოლიტიკურ ლობიზმზე, მემარცხენე იდეოლოგიის კიდევ უფრო პროპაგანდირებაზე, კონსერვატორული აზრის ჩახშობაზე.
ჩვენ ძალიან სერიოზული ჩამკეტი მექანიზმები გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. „გამჭვირვალობის კანონი“, „ფარას“ კოპირებული ვერსია, ასევე. გრანტების შესახებ კანონი. საქართველოში ძალიან უჭირთ თავიანთი მდიდარი ენჯეოების დაფინანსება, თუმცა მათი მიზანი არის, რომ რაღაცნაირად კანონს გვერდი აუარონ და შავი გზებით შემოიტანონ ფული საქართველოში. ამასთან დაკავშირებითაც ძალიან აქტიურად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ფაქტობრივად ყველა სქემა გაიშიფრა, თუ როგორ იყენებენ სხვადასხვა სასწავლებლებს ამ ენჯეოების დასაფინანსებლად და ა.შ.“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1768749914
მსოფლიოფინეთის პრეზიდენტი: მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა, ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს
მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა, აშშ-სთან დიალოგი გრძელდება, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში წერს. „მოკავშირეებს შორი...
1768747525
ახალი ამბებითბილისის შემოვლით გზაზე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა - არის მსხვერპლი
თბილისის შემოვლით გზაზე, გლდანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-...
1768747190
მსოფლიო„მზად ვართ დიალოგისთვის“ - ნატოს რვა ქვეყანა აცხადებს, რომ ტრამპის ტარიფების მუქარა ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ძირს უთხრის
ნატოს წევრი რვა ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების დაწესებით ემუქრება, ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და გაერთი...
1768744255
მსოფლიოპირს მორგანი: ბრიტანეთმა ამერიკა უნდა გამოისყიდოს, ბოლოს და ბოლოს, ის ერთ დროს ჩვენი იყო და ეს გააძლიერებდა ჩვენს ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას
ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას გრენლანდიის მიერთებასთან დაკავშირებით გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტი, პირს მორგნი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ალტერნატიულ...
1768742244
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: კოლექტიურ „ნაცებში“ შვილმკვდარი მშობლების ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია კვლავ გრძელდება, ამჯერად „ჩერგომ“ გადაწყვიტა შვილმკვდარი დედის პროტესტის მითვისება
კოლექტიურ „ნაცებში“ შვილმკვდარი მშობლების ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია კვლავ გრძელდება. ამჯერად ჩერგომ გადაწყვიტა შვილმკვდარი დედის პროტესტის მითვისება და ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა „სისტემა უნ...































