ხარაგაულის სოფლებში გააქტიურებულ მეწყრული პროცესებს გეოლოგთა ჯგუფი სწავლობს - ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს

ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ინფორმაციას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის​ აპარატი ავრცელებს.

„რწმუნებულის პირველი მოადგილე და მერი ადგილზე არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი. სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება.

გასული ღამის განმავლობაში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობდა მეწყრის საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა.

ხარაგაულის მერია უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს.

ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს.

მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751121880

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაცვა ადამიანისა ცილისწამებისაგან და არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვა

ეს არის დაცვა ადამიანისა ცილისწამებისგან და არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1751120255

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპ...

შალვა პაპუაშვილი

1751118820

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ცალსახაა, ალეკო ელისაშვილმა აღიარა რეალურად, რომ არანაირი ადგილი არ ჰქონია არჩევნების გაყალბებას

ცალსახაა, ალეკო ელისაშვილმა აღიარა რეალურად, რომ არანაირი ადგილი არ ჰქონია არჩევნების გაყალბებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედური საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათი...

დავით მათიკაშვილი

1751117735

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: დარწმუნებული ვართ, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს

„რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ამას ქვეყნისთვის და დემოკრატიული პროცესისთვის, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი გაბ...

გიორგი გაბუნია

1751116866

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - სიძულვილის ენა გაქრეს და დასრულდეს ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში

„თუ შენ ადამიანს აბრალებ, რომ რაღაც მოგპარა, შენ უნდა დაამტკიცო, რომ რაღაც მოგპარა და მას არ უნდა უწევდეს საპირისპიროს მტკიცება“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან...

ლევან მაჭავარიანი