საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა აეროპორტის უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრომატარებლის ამოქმედება.
„25-26 ივნისს, გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი რთული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული გარემოს საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა აეროპორტის უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრომატარებლის ამოქმედება.
რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართება.
1751116866
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - სიძულვილის ენა გაქრეს და დასრულდეს ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში
„თუ შენ ადამიანს აბრალებ, რომ რაღაც მოგპარა, შენ უნდა დაამტკიცო, რომ რაღაც მოგპარა და მას არ უნდა უწევდეს საპირისპიროს მტკიცება“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან...
1751114943
ახალი ამბებიხარაგაულის სოფლებში გააქტიურებულ მეწყრული პროცესებს გეოლოგთა ჯგუფი სწავლობს - ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს
ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივ...
1751113643
ახალი ამბებიქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნება საქართველოს საპატრიარქოს კომისია, რომელსაც საიუბილეო წლის პროგრამის შემუშავება დაევალა
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით 1-ელი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელე...
1751112838
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველა ინდექსით ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირისა და ნატოს მოქმედ წევრ ქვეყნებს
„ნებისმიერი ინდექსები, რომლებიც ბოლო 1 წლის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქვეყნდება, რომლებიც დაკავშირებული არის დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან და ა.შ. აბსოლუტურად ყველა ინდექსში საქართველო ა...
1751110877
ახალი ამბებითბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, დიდ დიღომში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია. არსებული ცნობით, ცეცხლი ბალახს უკიდია. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და ხანძრის ქრობი...