გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი სეულში, კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სეულში, კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან იუნ იან მისთან (Youn Young Mi) შეხვედრა გამართა.
კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაცია უმსხვილესი ორგანიზაციაა ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს 8000 იმპორტიორ კომპანიას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოდან ექსპორტის ზრდას უდიდესი პოტენციალი აქვს, რადგან ამ დროისთვის საქართველოს მიმართ ცნობადობა საგრძნობლად არის გაზრდილი.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის საკითხებს და სხვა დასახელების ქართული პროდუქტების ექსპორტის ხელშწეყობას, ასევე ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესსა და მიმდინარე ეტაპს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
სეულში გამართულ შეხვედრას, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში გამოფენას „Seoul Wine and Spirits Expo 2025” ესწრება და, ამასთან ერთად, შეხვედრებს მართავს კომერციული სექტორისა და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება კორეის ბაზარზე ქართული აგროპროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხები.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
1751112838
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველა ინდექსით ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირისა და ნატოს მოქმედ წევრ ქვეყნებს
„ნებისმიერი ინდექსები, რომლებიც ბოლო 1 წლის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქვეყნდება, რომლებიც დაკავშირებული არის დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან და ა.შ. აბსოლუტურად ყველა ინდექსში საქართველო ა...
1751110877
ახალი ამბებითბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, დიდ დიღომში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია. არსებული ცნობით, ცეცხლი ბალახს უკიდია. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და ხანძრის ქრობი...
1751109536
ახალი ამბებიიუსტიციის სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდზე: მოლაპარაკებების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის შემთხვევებზე
იუსტიციის სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი გაიმართა. ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკ...
1751109157
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ერთი კითხვის ნიშანიც არ არსებობს, ერთი მტკიცებულებაც კი ვერავინ წარმოადგინა
„რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის აღიარებას, მე-20 ნომრად რომ ვეწერებოდი, ვიცოდი, ამ რაოდენობით მანდატს ვერ ავიღებდითო, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა ოპოზიციამ თავისი რეიტინგის შესახებ, წინასწარ იცოდნენ,...
1751106818
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე: ჩვენი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, როდესაც კანონი სრულდება, აბსურდულია, კონკრეტულად რაც შეეხება ამ ადამიანს, ამხილეს სკანდალურ თემაში, როდესაც მან, ფაქტობრივად, ხელი დააფარა პედოფილიას
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. „ჩვენი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, როდესაც კანონი სრულდება ამ...