კონსტანტინე ზარნაძე: როდესაც მოვდივარ მოქალაქე, მინდა მემორიალი შევამკო ყვავილებით და ამის უფლებას არ მაძლევენ, იგინებიან, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია

„როდესაც მოვდივარ, მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია“, - ამის შესახებ 9 აპრილის მემორიალთან მისულმა გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა.
ზარნაძის თქმით, აქციის მონაწილეები პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას.
„9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. 9 აპრილის მემორიალი ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ თავიანთი თავი დადეს.
მე როდესაც მოვდივარ, მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია.
ასეთ სიბინძურეებს აკეთებენ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ამათ დონეზე არ დავეცემი და არც ერთი ჩვენი გუნდის წევრი არ დაეცემა, მაგრამ მთელი საქართველო ხედავს ეს ადამიანები რას აკეთებენ აქ.
სახეში იფურთხებოდნენ. მარტო ვარ მოსული ამდენ კაცთან, ყვავილებით ხელში და ასე იქცევიან. ეს ჩემი შეურაცხყოფა არ არის, ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას“, - აღნიშნა ზარნაძემ.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...