კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ალბომის „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - 45“ პრეზენტაცია გაიმართა
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2025/02/07/25323/tumanishvilis-kinomsakhiobta-teatri_w_h.jpeg)
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - 45“ პრეზენტაციას დაესწრო.
ალბომის პრეზენტაცია კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო დარბაზში, ცნობილი ქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორენოვანი წიგნ-ალბომი კინომსახიობთა თეატრის 45-წლიან ისტორიას ასახავს.
პროექტის იდეის და კონცეფციის ავტორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი.
კინომსახიობთა თეატრი 1975 წელს, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე დაარსდა. 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მიხეილ თუმანიშვილი. 1996 წელს, მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, კინომსახიობთა თეატრს ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის ხსოვნისა და უდიდესი ღვაწლის პატივსაცემად მისი სახელი მიენიჭა.
1738916660
მსოფლიოNewsweek: გასულ წელს უკრაინაში სიკვდილიანობამ სამჯერ გაასწრო შობადობას
გასულ წელს უკრაინაში 495 090 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შობადობის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. ინფორმაციას Newsweek-ი უკრაინის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. იუსტიციის...
1738916129
ახალი ამბები„გახარია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი“ - გიორგი ჩაკვეტაძე
„გახარია არის ჩვეულებრივი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, გახარიას პარტიას 12 მანდატი აქვს პარლ...
1738914266
სპორტიალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
9 თებერვალს სიდნეიში UFC 312 ჩატარდება, სადაც სუპერმსუბუქ დივიზიონში სადებიუტო ბრძოლას ქართველი ალექსანდრე თოფურია გამართავს. ღონისძიების წინ თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა, მან 61.46 კგ დააფიქსირა...
1738911859
მსოფლიოკუნძულ სანტორინიზე, რომელიც 11 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა - სეისმოლოგებმა 500-ზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირეს
კუნძულ სანტორინიზე 28 იანვრის შემდეგ 500-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა. საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 3 მარტამდე გაგრძელდება. ადგილი 11 ათასზე მეტმა ადამია...
1738910820
ახალი ამბებიშსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ო...