ტრანსგენდერი თაგვების, ვირთხების და მაიმუნების შესაქმნელად ბაიდენმა და ჰარისმა 10 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს - ამერიკელი კონგრესმენი
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2025/02/07/25325/amerikeli-kongresmeni_w_h.jpeg)
აშშ-ის კონგრესის წევრი ნენსი მეისი აცხადებს, რომ მხოლოდ გასულ წელს ტრანსგენდერი თაგვების, ვირთხების და მაიმუნების შესაქმნელად აშშ-ის ხელისუფლებამ 10 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. ინფორმაციას FoxNews ავრცელებს.
მისი თქმით, ეს არის საბიუჯეტო თანხების, ანუ ამერიკელ გადამხდელთა ფულის არამიზნობრივი ხარჯვის ერთ-ერთი მაგალითი.
„პროექტმა Coat Waste Project დაადგინა, რომ გასულ წელს გადამხდელების ფული, 10 მლნ აშშ დოლარი ტრანსგენდერი თაგვების, ვირთხების და მაიმუნების შესაქმნელად დაიხარჯა. ეს იყო საკმაოდ მტკივნეული ექსპერიმენტები, რომლებიც ხშირად ცხოველის დაღუპვით მთავრდებოდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტების ლაბორატორიებში ცხოველებს ოპერაციებს და ჰორმონალურ თერაპიას უტარებდნენ “ - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.
მეისის თქმით, ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციას ისე სურდა თავისი რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის გავრცელება აშშ-ის საზოგადოების სხვადასხვა სფეროზე, რომ ქირურგიული გზით ცხოველთა სასქესო ორგანოების მუტაციას ახორციელებდნენ. ამაზე ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მილიონობით დოლარი დაიხარჯა.
ნენსი მეისი ამბობს, რომ კვლევები ისეთ თემებსაც კი ეხებოდა, თუ როგორ მოქმედებს ტესტოსტერონის ჭარბი დონე მდედრი ვირთხების სურვილზე, რომ მათი გაუპატიურება მოხდეს.
ამერიკელი კონგრესმენი ასევე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში ცხოველებზე ექსპერიმენტებზე ყოველწლიურად 20 მლრდ. აშშ დოლარი იხარჯება.
1738922128
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ახალი რეგულაციების შემოღება საზოგადოების დეზინფორმაციისგან და უცხოური ჩარევებისგან დაცვას ემსახურება
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღება საზოგადოების დეზინფორმაციისგან და უცხოური ჩარევებისგან დაცვას ემსახურება. მისი თქმით...
1738919379
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ალბომის „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - 45“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - 45“ პრეზენტაციას დაესწრო. ალბომის პრეზენტაცია კინომსახიობთა თ...
1738918286
ახალი ამბები„ოპოზიციაში ერთიანობა არ არსებობს და გეგმებთან დაკავშირებით საერთო პოზიციაც კი არ გააჩნიათ“ - ვახტანგ ჩოჩია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერის ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, დღეს მიმდინარე პროცესმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ოპოზიციაში ერთიანობა არ არსებობს და გეგმებთან დაკავშირებ...
1738916660
მსოფლიოNewsweek: გასულ წელს უკრაინაში სიკვდილიანობამ სამჯერ გაასწრო შობადობას
გასულ წელს უკრაინაში 495 090 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შობადობის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. ინფორმაციას Newsweek-ი უკრაინის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. იუსტიციის...
1738916129
ახალი ამბები„გახარია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი“ - გიორგი ჩაკვეტაძე
„გახარია არის ჩვეულებრივი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, გახარიას პარტიას 12 მანდატი აქვს პარლ...