ლადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

 დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი ულოცავს შიო მესამეს აღსაყდრებას და აცხადებს, რომ ეს არის „ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება“.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად ქვეყანაში იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებში ეროვნულ თვითმყოფადობას და სარწმუნოებას მიზანმიმართულად ებრძვიან და ასუსტებენ.

„დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით. ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სარწმუნოებასა და ეროვნულ თვითმყოფადობას მიზანმიმართულად ასუსტებენ. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი ეკლესია, რომელიც იქნება ხალხის, ოჯახის, ისტორიისა და სამშობლოს დამცველი. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ აფხაზეთი რჩება საქართველოს ტკივილად და იმედად. მჯერა, დადგება დღე, როდესაც აფხაზეთში ისევ თავისუფლად აჟღერდება ქართული ლოცვა, აღდგება ჩვენი ტაძრები და საქართველო სულიერადაც და ტერიტორიულადაც გამთლიანდება. სწორედ ასეთ დროს ეკლესიის სიმტკიცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ამ ყოველივეს წინამძღოლად, ერთგვარ მშვიდობის ელჩის ფუნქციაც ახალმა პატრიარქმა შიომ უნდა იტვირთოს უფლის წყალობით. ილია მეორის ეპოქამ საქართველოს ასწავლა, რომ ეკლესია მხოლოდ რწმენის ადგილი არ არის — იგი ეროვნული გადარჩენის ბურჯია. ამ გზის გაგრძელება კი დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ღმერთმა დალოცოს მეუფე შიო, გააძლიეროს საქართველოს ეკლესია და გაამთლიანოს საქართველო“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781364213

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები

 „სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმ...

გიორგი სოსიაშვილი

1781362508

ახალი ამბები

სტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება

 „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავ...

ავტობუსი

1781359489

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს

 ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...

თორნიკე ჭეიშვილი

1781356869

სპორტი

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

 აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

1781354620

მსოფლიო

ირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ

 ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობ...

აიათოლა ალი ხამენეი