ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღინიშნა ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღინიშნა ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურადაა ჩართული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით. ის მოიცავს მრავალ მიმართულებას, მათ შორის, ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სადაც ჩვენ და ფონდს შეჯერებული გვაქვს პოზიციები რეფორმის ყველა ასპექტთან მიმართებით. საუბარი გვქონდა გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსთვის. ცალსახად აღინიშნა, რომ ის ბუფერები და ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც აქვს საქართველოს, ქვეყანას აყენებს უნიკალურ მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ თავისუფლადაა შესაძლებელი ყველა იმ რისკების გადაზღვევა, რომელიც შესაძლებელია წარმოიქნას არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და რასაც შესაძლებელია ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი რჩება საქართველოს რეფორმების მხარდამჭერად და მასთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776419403

საზოგადოება

პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე

ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერ...

 ირაკლი კობახიძე

1776418736

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3%-ს შეადგენს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...

ირაკლი კობახიძე

1776418290

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...

ირაკლი კობახიძე

1776417620

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად

საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1776416978

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...

შალვა პაპუაშვილი