ლეო XIV-მ პაპის რანგში პირველი სააღდგომო მესა აღავლინა
რომის პაპმა ლეო XIV-მ კვირას პაპის რანგში პირველი სააღდგომო მესა აღავლინა და მორწმუნეებს მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ, „ომის ძალადობის მიუხედავად, რომელიც კლავს და ანადგურებს“. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
წირვის დროს პაპმა აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენ გვჭირდება იმედის ეს სიმღერა“, რადგან კონფლიქტები მთელ მსოფლიოში ვრცელდება.
სააღდგომო ქადაგებისას პაპმა გამოყო ისინი, ვინც ომებს აწარმოებენ, სუსტებს ავიწროებენ და მოგებას ყველაფერზე მაღლა აყენებენ.
პონტიფიკოსმა მოუწოდა მორწმუნეებს, არ დაკარგონ იმედი სიკვდილის წინაშე, რომელიც იმალება „უსამართლობაში, პარტიულ ეგოიზმში, ღარიბების ჩაგვრაში, ყველაზე დაუცველებისადმი ყურადღების ნაკლებობაში“.
„ჩვენ ამას ვხედავთ ძალადობაში, მსოფლიოს ჭრილობებში, ტკივილის ძახილში, რომელიც ყოველი კუთხიდან ისმის იმ ძალადობის გამო, რომელიც ანადგურებს ჩვენ შორის ყველაზე სუსტებს, მოგების კერპთაყვანისმცემლობის გამო, რომელიც ძარცვავს დედამიწის რესურსებს, ომის ძალადობის გამო, რომელიც კლავს და ანადგურებს“, - აღნიშნა მან.
ლეო XIV-მ გაიხსენა თავისი წინამორბედის პაპი ფრანცისკეს სიტყვები, სადაც ის მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ „გაუთავებელი უსამართლობის, ბოროტების, გულგრილობისა და სისასტიკის“ წინაშე ინდიფერენტულობაში არ ჩავარდნენ, რადგან „ასევე მართალია, რომ სიბნელის შუაგულში ყოველთვის იბადება რაღაც ახალი, რომელიც ადრე თუ გვიან ნაყოფს იძლევა“.
1775718891
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობი...
1775717814
საზოგადოებამარნეულში ბრალდებულმა კაცს ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა - განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. ამის შესახებ...
1775716783
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.ს., 2...
1775715192
საზოგადოებაზვიად შალამბერიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ამ ინფორმაციის შეცვლა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახ...
1775713812
საზოგადოებამაია ბითაძე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არ განახლებას აფასებს. „ეს მიუთით...


























