მაია ბითაძე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არ განახლებას აფასებს.
„ეს მიუთითებს საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ზოგადად დიპლომატიური ურთიერთობებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე, რაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში რეგულარულ რეჟიმშია გადაზრდილი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.
1775711575
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ათწლეულებს გადმოსწვდა 9 აპრილის ღამეს პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, განა დღეს ნაკლები საშიშროებებია?! საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან
„ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...
1775711025
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს
„დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს“, - წერს სოციალურ ქსელში საქართვ...
1775681380
ახალი ამბებიმაია ბითაძე: სამარცხვინოა, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა პირველი საკანონმდებლო აქტი შინაური ცხოველების უფლებების დაცვის თვალსაზრისით
ეს თემა ძალიან სენსიტიურია მოსახლეობისთვის. ეს თემა მათ შორის აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მართავენ, შესაბამისად ამ თემის პოლიტიზება იყო ერთ-ერთი ყველაზე ბინძური კამპანია, რომლის წამ...
1775680556
სპორტიხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ კარში გაიტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:...
1775679851
ახალი ამბები1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 37 წელი, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ამ დღეს, 1989 წელს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდ...



























