ლევან მაჭავარიანი: 2028 წელს ჩვენ კვლავ მოვახერხებთ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას, აგენტურული ოპოზიცია ჯერ დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვნახოთ, რომელი დარჩება პოლიტიკურ ველზე

აგენტურული ოპოზიცია ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, თუ რომელიმე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ შემდეგ აცხადებენ რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური, ამას ვუყურებთ უკვე 14 წელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 2028 წლისთვის მოახერხებს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას.

„ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რასაც ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელით იმ აგენტურულ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვედავებით. ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, თუ რომელიმე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ შემდეგ აცხადებენ რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და ჩვენ ამას ვუყურებთ უკვე 14 წელია. სულ რომ თავი დავანებოთ იმ კრიმინალურ და სისხლიან წარსულს, როდესაც ისინი მართავდნენ ჩვენს ქვეყანას, არის მუდმივ რეჟიმში საბოტაჟირება, რყევა, არჩევნებზე ბოიკოტი, მანდატების დახევა და ასე შემდეგ

დარწმუნებული ვარ, რომ 2028 წელს ჩვენ კვლავ მოვახერხებთ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას. მილიონზე მეტი ჩვენი მხარდამჭერი, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე მოვიდა, თითქმის იგივე რაოდენობა მოვიდა 2025 წლის არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გავიმეორებთ იმავე შედეგს, რაც შეეხება აგენტურულ ოპოზიციას, ჯერ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ და მერე ვნახოთ რომელი აგენტურული პარტია დარჩება პოლიტიკურ ველზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794398351

საზოგადოება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით: საგზაო ი...

ლაშა ხუციშვილი

1794396385

საზოგადოება

შსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერ...

ნოდარ ჩაჩუა

1794396032

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიებისთვის არაკონსტიტუციურად შერაცხილი ქმედებები კომპლექსურ შეფას...

გიორგი კახიანი

1794395137

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში, სადაც ევროპელი ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ

„ირლანდიაში გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილ

1794394212

ახალი ამბები

თბილისში, ვაკეში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა - დაჭრილია 1 ადამიანი

თბილისში, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. არსებული ცნობით, ვაკეში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. კონფლიქტის დ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,