პაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება

სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზედაც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.

თანამომხსენებელმა, პაატა კვიჟინაძემ, ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ, დეტალურად განმარტა, სად და როგორ დაიხარჯება გაზრდილი ბიუჯეტი. მისი თქმით, რომ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის გაზრდა ვერ მოხერხდებოდა.

„2026 წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტი 3.2 მილიარდი ლარით იზრდება, თუ არ გავითვალისწინებთ ევრობონდების რეფინანსირებას. ხშირად კითხულობენ, თუ რას გვაძლევს ეს ეკონომიკური ზრდა. სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგად გაიზარდა ბიუჯეტი 3 მილიარდ 200 მილიონი ლარით. რომ არ ყოფილიყო ეკონომიკური ზრდა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც ახლა საფრანგეთსა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება.

2027 წლის ბიუჯეტში სოციალური გასაცემი თანხები ასე ნაწილდება: პენსიები - 685 მილიონი ლარი, პენსიასთან გათანაბრებული შშმ პირები, მაღალმთიან რეგიონებში პენსიები და დაგროვებითი საპენსიო სისტემა - 60 მილიონი ლარი. სულ საპენსიო მიმართულებით 834 მილიონი ლარია განსაზღვრული. რაც შეეხება ხელფასებს, საჯარო სექტორში ზრდა 700 მილიონი ლარია. ეს ზრდა ძირითადად შეეხება ძალოვან უწყებებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ასე შემდეგ. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე 155 მილიონი ლარი დაიხარჯება, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე - 243 მილიონი ლარი, მოხუცებსა და ბავშვებზე ზრუნვაზე - 34.5 მილიონი ლარი. სულ ამ მიმართულებებზე მილიარდ 965 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

გარდა ამისა, ასევე სოციალური მიმართულებით მიიმართება სხვა თანხები. მაგალითად, საავადმყოფოების მშენებლობა 65 მილიონი ლარით დაფინანსდება, უმაღლესი განათლება - 70 მილიონი ლარით, სპორტის განვითარება და ინფრასტრუქტურა - 165 მილიონი ლარით. ეს დამატებით კიდევ 300 მილიონ ლარამდეა.

ბიუჯეტის დამატებული რესურსის დაახლოებით 70% პირდაპირ სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება. დანარჩენი 30% ისევ საზოგადოების საჭიროებებზე ნაწილდება. მაგალითად, რკინიგზის განვითარება დაფინანსდება 250 მილიონი ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მომსახურება და გაუმჯობესება 133 მილიონი ლარით, აგრარული პროგრამები - 70 მილიონი ლარით, მელიორაცია - 70 მილიონი ლარით, გაზის საბადოების კვლევა-ძიება - 90.3 მილიონი ლარით“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი და გადამუშავებული ვარიანტები განიხილა. სხვადასხვა მიმართულებით გაიცა 25 რეკომენდაცია. ეს შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ მიმართულებებს, თავდაცვას და ასე შემდეგ. მისი თქმით, მთავრობამ სრულად გაითვალისწინა 20 რეკომენდაცია, 5 - ნაწილობრივ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794398351

საზოგადოება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით: საგზაო ი...

ლაშა ხუციშვილი

1794396385

საზოგადოება

შსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერ...

ნოდარ ჩაჩუა

1794396032

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიებისთვის არაკონსტიტუციურად შერაცხილი ქმედებები კომპლექსურ შეფას...

გიორგი კახიანი

1794395137

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში, სადაც ევროპელი ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ

„ირლანდიაში გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილ

1794394212

ახალი ამბები

თბილისში, ვაკეში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა - დაჭრილია 1 ადამიანი

თბილისში, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. არსებული ცნობით, ვაკეში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. კონფლიქტის დ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,