ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება

„თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანა და მილიარდობით დოლარი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა თუ ქველმოქმედებაში დააბანდა“, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, კრიტიკოსები გამუდმებით მის რუსულ კავშირებზე და წარსულში ბიზნესსაქმიანობაზე საუბრობენ, თუმცა, მყვირალა ლოზუნგების მიღმა, ვერც ერთი მათგანი ასახელებს, განვლილი 14 წლის განმავლობაში რა სარგებელი მიიღო რუსეთმა საქართველოსგან, რამაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა.

მეტიც, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პრაგმატული, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკა რევიზიას არ ექვემდებარება, პარალელურად კი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება, ტრანსნაციონალური პროექტების საბოლოოდ განხორციელების თვალსაზრისით კი საქართველოს მნიშვნელობა წლიდან წლამდე იზრდება.

ამ ფონზე, თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანა და მილიარდობით დოლარი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა თუ ქველმოქმედებაში დააბანდა.

ამ ფონზე, გასაკვირია, როგორ შეიძლება ერთი ქვეყნიდან საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის გადინება და სხვა სახელმწიფოში გადატანა, იმ სახელმწიფოს ინტერესების მსახურება იყოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა? მაგალითად, მამუკა ხაზარაძემ, ან გია ჯოხთაბერიძემ საკუთარი კაპიტალი საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ მიღებული თანხით დააგროვეს, ხოლო შემდეგ ეს კაპიტალი სხვა სახელმწიფოს ეკონომიკაში ინვესტიციის სახით დააბანდეს - ეს ყველაფერი როგორ შეიძლება ქართული ინტერესების მსახურებად მოინათლოს? ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, უფრო ლოგიკური იქნება, თუკი საქართველოს ინტერესების დაზიანებასა და კონკრეტული „იქს“ სახელმწიფოს მსახურებაზე გაკეთდეს აქცენტი.

ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს. ადგილობრივი რადიკალი აგენტები და მათი პატრონები გამუდმებით საუბრობენ, თითქოს, დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო მიიტაცა და დაიქვემდებარა, მაშინ, როდესაც ვხედავთ, „ვეტინგის“ საშუალებით სხვადასხვა სახელმწიფოებში როგორ დააკომპლექტეს სასამართლოები „დიფ სთეითის“ შეხედულებების გამტარებელი იურისტებით.

ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრებას, როდესაც თავად, ფაქტობრივად, მთელი ევროპა, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებში შეღწევისა თუ ევროკავშირის ბიუროკრატების საშუალებით, ფაქტობრივად, მთელ ევროპას ოლიგარქიული ლოგიკით მართავენ. საინტერესოა, რომ ისინი გამუდმებით საუბრობენ ხალხის ნების უგულებელყოფაზე, თუმცა, არა არჩეული, არამედ დანიშნული ბიუროკრატების საშუალებით, პრაქტიკაში ახორციელებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროპული ქვეყნების მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

რაც მთავარია, დღეს უკვე ნულოვანი რეიტინგის მქონე საკუთარ აგენტურას გამუდმებით ალაპარაკებენ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მიიტაცა და კენჭისყრაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, მაშინ, როდესაც „დიფ სთეითისთვის“ მიუღებელი ძალის გამარჯვების შემდეგ, რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგი, რუსული ჩარევის სასაცილო ბრალდებით გააუქმა“, - წერს შათირიშვილი.

მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში, არათუ რეალური არჩევნები იმართება, არამედ არჩევნების ილუზიაა შექმნილი.

როგორც ფილოსოფოსი აღნიშნავს, ქვეყნების სათავეში იცვლებიან პარტიები, თუმცა, უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, რადგანაც, თითოეული მათგანი არა საკუთარ მოსახლეობას, არამედ გლობალურ გავლენიან ძალებს ემსახურება.

„ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში, არათუ რეალური არჩევნები იმართება, არამედ არჩევნების ილუზიაა შექმნილი, როდესაც ერთი შეხედვით განსხვავებული იდეოლოგიის და პროგრამების მქონე პარტიები, სინამდვილეში, ტექნოკრატი, ოლიგარქიული გავლენების მორჩილი პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული.

სწორედ ამის შედეგია, რომ გამუდმებით იცვლებიან პრემიერ - მინისტრები, იშლებიან და ერთიანდებიან კოალიციები, ქვეყნების სათავეში იცვლებიან პარტიები, თუმცა, უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, რადგანაც, თითოეული მათგანია რა საკუთარ მოსახლეობას, არამედ გლობალურ გავლენიან ძალებს ემსახურებიან“, - ნათქვამია შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792390681

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული

5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...

გია ვოლსკი

1792387882

ახალი ამბები

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1792387214

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა

საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, როცა მს...

დავით მათიკაშვილი

1792385710

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...

ამინდი      ამინდი

1792357454

სპორტი

ძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტის სა...

გერვასი თაბაგარი