ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს

 ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მან ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია სიძულვილის კამპანიის აკრძალვა სამართლებრივი მეთოდებით.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით მიმდინარე წლის თებერვალში კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც გამკაცრდა პირის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება თუ დაპატიმრება.

„მინდა, შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ასეთი ტიპის ზიზღის ენაზე პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, საჯარო სივრცეა თუ სოციალური ქსელები, ყველაზე წამყვანი ევროკავშირის წევრი ქვეყნები შემიძლია, ჩამოვთვალო, სადაც ყველგან განსაზღვრულია რაღაც ტიპის ჯარიმები - ზოგ ქვეყანაში ადმინისტრაციული ტიპის ჯარიმა-პატიმრობა, ძალიან ბევრ ქვეყანაში პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა.

როდესაც მიეჩვია გარედან დაფინანსებული „ენჯეოს“ თანამშრომელი, რომ მას შეუძლია გინების, შეურაცხყოფის კამპანია აწარმოოს, უკვე გადასწვდნენ ჩვენი ოჯახის წევრებს და პირდაპირ ბულინგი მიმდინარეობს. ქალბატონი ლაშხის შემთხვევა მინდა შეგახსენოთ, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა და რა ისტერიკა მოუწყვეს, კარგად ვნახეთ. რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს პასუხი, პასუხი უნდა გასცეს კანონის ფარგლებში. კანონი აბსოლუტურად ყველამ იცის და არის ძალიან ლოგიკური და გონივრული - ადმინისტრაციული წესით ჯარიმაც და დაკავებაც, შესაბამისად, არავის ეს არ უნდა გაუკვირდეს. რა თქმა უნდა, კრიტიკა მისაღებია, თუმცა კრიტიკა არ უნდა გადადიოდეს ღირსების შელახვაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749918447

ახალი ამბები

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ

 შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ...

ვახტანგ გომელაური

1749914278

ახალი ამბები

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ

 ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღი...

ბიძინა გიორგობიანი

1749912610

ახალი ამბები

პროკურატურა სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

 „საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქ...

შემთხვევები

1749910145

ახალი ამბები

ავარია გონიოში - დაღუპულია 3 ადამიანი

 გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხ...

პოლიცია

1749907398

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ახალი ხელმძღვა...

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა