ლევან მაჭავარიანი - ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს, აბნევენ ჩვენს მოქალაქეებს

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს. აბნევენ ჩვენს მოქალაქეებს,„ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას ჰკითხა, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლელi პარტნიორების მიმართ მათი ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებების ფონზე.
„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს. აბნევენ ჩვენს მოქალაქეებს. შეწყვეტას სჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა და კარგად ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები ევროკავშირში, რომლებიც ამას არასდროს დათანხმდებიან. შეჩერებასთან დაკავშირებითაც იქ არის უამრავი პროცედურა და ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არავისთვის მიგვიცია ამასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ეს არის უბრალოდ შანტაჟის ენით საუბარი, რომ კიდევ მეტი ქაოსი შემოიტანონ საზოგადოებაში.
პოლონეთი გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრობით. მათი მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „დემოკრატიის შუქურა“ და სააკაშვილმა ააღორძინა დემოკრატია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. რანაირად უნდა ვესაუბროთ მათ?! ქართველებს ვერავინ დასჯის, როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ და ჩვენ ამ თემასაც გადავლახავთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1749918447
ახალი ამბებივახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ...
1749915866
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს
ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდ...
1749914278
ახალი ამბებიბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ
ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღი...
1749912610
ახალი ამბებიპროკურატურა სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქ...
1749910145
ახალი ამბებიავარია გონიოში - დაღუპულია 3 ადამიანი
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხ...