ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ

 შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ.

გომელაურმა დაადასტურა, რომ პროკურატურაში ჩორჩანასთან 2019 წელს პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით იკითხებოდა.

„გიდასტურებთ, რომ გამოკითხვა ეხებოდა ჩორჩანას საქმეს. ჰქონდათ კითხვები, რადგან მაშინ ვიკავებდი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. გიდასტურებთ, რომ შეთანხმება არ ყოფილა, ჩვენ შეთანხმებული არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. მთავარი არ არის, ვიყავი თუ არა საქმის კურსში, მთავარია, რომ საგუშაგო არ უნდა დადგა იქ, სადაც გინდა.

ჩვენი ტერიტორია, რა თქმა უნდა, ჩვენია აქეთაც და იქითაც, თუმცა სამწუხაროდ ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება. ისინი საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, რომ კი ბატონო გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არა გვაქვს იქითა მხრიდან. ასე რომ, მარტო უშიშროების ხელმძღვანელი, ან თუნდაც ვინმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩააყენო საქმის კურსში, ესე არ ხდებოდა. ეს ხდებოდა უკვე კომპლექსურად, საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ მერე საქმის კურსში ვაყენებდით ევროკავშირის მისიას. ესე ხდებოდა ყველაფერი, თუნდაც გაძლიერება ამა თუ იმ მიმართულებით.

ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. გავიგეთ უკვე, რომ დაიწყო გზის დამუშავება და ერთ დღეში ხომ არ გაკეთდა ეს საგუშაგო, გზის გაყვანა, მოსწორება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, მე როგორც ვიცი, არ იყო საქმის კურსში და, როგორც მახსოვს, ჩვენ მოვახსენეთ“, - აღნიშნა გომელაურმა.

2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 11 ივნისს განიხილა.

სხდომაზე გამოკითხვაზე მისულმა, ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზისშვილმა განაცხადა: „გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით.“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749915866

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს

 ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდ...

ლევან მაჭავარიანი

1749914278

ახალი ამბები

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ

 ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღი...

ბიძინა გიორგობიანი

1749912610

ახალი ამბები

პროკურატურა სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

 „საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქ...

შემთხვევები

1749910145

ახალი ამბები

ავარია გონიოში - დაღუპულია 3 ადამიანი

 გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხ...

პოლიცია

1749907398

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ახალი ხელმძღვა...

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა