ლევან მაჭავარიანი: დროა, გამოფხიზლდნენ ევრობიუროკრატები და დროა, ზოგადად, გამოფხიზლდეს ევროპელი ხალხი, გაიმარჯვოს საღმა აზრმა ევროპაში, როგორც გაიმარჯვა აშშ-ში - ევროკავშირი თვითონ მოექცა იზოლაციაში, რასაც ჩვენ გვემუქრებოდნენ

ევროკავშირი თვითონ მოექცა იზოლაციაში, რასაც ჩვენ გვემუქრებოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ბოლო 4 წელია, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, კერძოდ, მას შემდეგ, როდესაც საქართველომ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე.

„ჩვენ მიჩვეული ვართ ამ უსამართლო მოპყრობას საქართველოს მიმართ და შესაბამისად, მომავალში რაზე იმსჯელებენ, რთული საპროგნოზო არ არის. ველოდებით ისევ ნეგატიურ კომენტარებს - „დემოკრატიის უკუსვლა“, „დაიქცა საქართველო“ და ასე შემდეგ, რაც მათ სჩვევიათ. თუმცა, დროა, რომ გამოფხიზლდეს ევროკავშირი, დროა გამოფხიზლდნენ ეს ევრობიუროკრატები და დრო არის, რომ ზოგადად, გამოფხიზლდეს ევროპელი ხალხი. გაიმარჯვოს საღმა აზრმა ევროპაში, როგორც გაიმარჯვა აშშ-ში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მიმართ აბსოლუტური იგნორია.

„ასეთი დამოკიდებულებაა და რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ ჩვენ მყარად ვიდგეთ. მათ უსაფუძვლო დეზინფორმაციას ვუპასუხოთ ფაქტებითა და არგუმენტებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აქ რევოლუციებს, „ენჯეო“ ორგანიზაციებს გვიფინანსებენ. ერთი დაგმობა ვერ მოვისმინეთ! ბოლოს და ბოლოს რა გახდა, რომ თქვან, ვემიჯნებით 4 ოქტომბერს სახელმწიფოს ძალადობრივი გადატრიალების მცდელობას. ევროკომისიის პრესსპიკერმა კი პირდაპირ აღუთქვა სოლიდარობა დამხობის იმ აქციას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი თვითონ მოექცა იზოლაციაში, რასაც ჩვენ გვემუქრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784139694

ახალი ამბები

შიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში

„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...

შიო მესამე

1784138858

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...

დავით ქართველიშვილი

1784136561

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...

მარიამ ქვრივიშვილი

1784134252

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...

პროკურატურაპროკურატურა

1784133607

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...

მარიამ ქვრივიშვილი