შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
„შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამ მთელ ქვეყანას დიდი სიხარული მოუტანა. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტსმენების რწმენასა და იმ საჯარო მაგალითზე, რომელსაც ისინი მოედანზე ქრისტიანული ფასეულობების გამოხატვით აჩვენებენ. მან ნაკრების წევრებს სულიერი დარიგებაც მისცა და სპორტულთან ერთად სულიერ სარბიელზე გამარჯვება უსურვა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პატრიარქს მხარდაჭერისა და დალოცვისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გუნდი კარგად აცნობიერებს ახალგაზრდა თაობის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას და სამომავლო წარმატებებისთვის თავდაუზოგავად შრომობს.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ეროვნული ნაკრებისა და ფედერაციის სახელით დიდი სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურა.
მისი თქმით, გუნდისთვის პატრიარქისა და სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევა უმნიშვნელოვანესია, ხოლო საპატრიარქოში სტუმრობა მათთვის უდიდესი ბედნიერება და პატივია.
შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადასცა“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.
1794501949
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის, არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რო...
1794500344
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა
დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ს...
1794497338
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჭეძიანგის პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერთან განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები საქართველოსა და ჭეძიანგის პროვინციას შორის
ჭეძიანგი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინცია ჩინეთში, ქალაქი ჰანგჯოუ არის ჩინეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დედაქალაქი, ჩვენთვის საინტერესო იყო მოსმენა, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პარტნიორი...
1794495941
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკუ...
1794494836
ახალი ამბებითბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციად პროკურატურ...































