ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა. რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით კაია კალასის განცხადებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში მაინც გაითვალისწინებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებს.
„ჩვენ ამაში, პრინციპში, ვერ ჩავერევით, ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ ევროკავშირი და აშშ. რა თქმა უნდა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინება და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გათვალისწინება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა.
რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის. ყველას ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, თუ რა გაგრძელება მოჰყვებოდა კონკრეტულ პროცესებს, მაგალითად 2013 წელს და მოგვიანებით.
შესაძლებელი იყო უკრაინაში როგორც პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ომი შემდგარიყო და რუსეთი შეჭრილიყო უკრაინაში. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. არავინ გაითვალისწინა უკრაინელი ხალხის ინტერესები. იმედია ახლა, ამ მოლაპარაკების პროცესში მაინც გაითვალისწინებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.
1794500344
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა
დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ს...
1794497338
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჭეძიანგის პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერთან განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები საქართველოსა და ჭეძიანგის პროვინციას შორის
ჭეძიანგი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინცია ჩინეთში, ქალაქი ჰანგჯოუ არის ჩინეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დედაქალაქი, ჩვენთვის საინტერესო იყო მოსმენა, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პარტნიორი...
1794495941
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკუ...
1794494836
ახალი ამბებითბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციად პროკურატურ...
1794493587
ახალი ამბებიმოსამართლე ევა გოცირიძე: გირგვლიანის გარდა, წარსულის არცერთი გახმაურებული მკვლელობა და ძალადობის საქმე არ გამოუძიებიათ, ყველა მათგანზე განაჩენი 2012 წლის შემდეგ დადგა
„ყველასათვის ცნობილი საქმეები: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმეები, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპ...































