ლევან მაჭავარიანი: გვაქვს მზაობა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები

ჩვენ გვაქვს მზაობა, ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 21 ნოემბერს ევროკავშირის მხრიდან შეხვედრის ჩაშლა იმის მანიშნებელია, რომ მზად არ არიან საგნობრივ დიალოგში შემოვიდნენ.

„ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ 21 ნოემბერს, როდესაც შეხვედრა იყო ჩანიშნული, ეს შეხვედრა თვეებით ადრე მზადდებოდა და ჩვენი დელეგაცია უნდა ჩასულიყო ევროკავშირში, რათა ფაქტებით და მტკიცებულებებით გაეარათ ყველა ბრალდება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან ისმის. მათ ეს შეხვედრა გაუგებარი მიზეზის გამო გადადეს.

შეხვედრა პირდაპირ ჩაშალეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მზად არ არიან, გვესაუბრონ და საგნობრივ დიალოგში შემოვიდნენ.

მათგან მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული კრიტიკა უნდა ვისმინოთ. ისინი ამ მიდგომებს თუ შეცვლიან, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ევროკავშირისთვისაც, ვინაიდან ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767729817

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას აღნიშნავს

 მართლმადიდებელი სამყარო დღეს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ტარდება, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დილიდან დაიწყება. შ...

ააა

1767729668

საზოგადოება

ილია მეორე: დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისათვის

 სამოთხიდან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა, დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, მეტად მცირე ხნით შემოიფარგლება. ღვთის მოწყალებით, განეგო ისე, რო...

ზოგადი

1767727814

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ...

აა

1767726534

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს

 ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს. უიტეკერის თქმით, დაახლოებით 50 მოკავშირე ქვეყნისგან შემდ...

ნატოში აშშ-ის ელჩ

1767723981

მსოფლიო

კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს

 კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როსა იოლანდა ვილავისენსიომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს. აღნიშნული განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების...

როსა იოლანდა ვილავისენსიო