ილია მეორე: დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისათვის

 სამოთხიდან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა, დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, მეტად მცირე ხნით შემოიფარგლება. ღვთის მოწყალებით, განეგო ისე, რომ ეს, მართლაც, წუთის-სოფელი, მარადიულობასთან შედარებით, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი სულიერი სამყარო გამოვლინდეს და ჩვენი შინაგანი ბუნება წარმოჩინდეს, - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში.

„დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისათვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშველიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ცხოვრებით გამოძერწილი ჩვენი სულიერი სამყარო რა გამოვლენას ჰპოვებს მარადიულობაში: აღმოცენდება იგი კეთილ ნერგად, კეთილ ხედ, სარეველად თუ ღვარძლად.

როგორი იქნება ჩვენი მდგომარეობა გარდაცვალების შემდეგ?

ამაზე ფიქრი და ამისთვის ზრუნვა უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანისთვის უპირველესად.

ღმერთს ყველას გადარჩენა და ცხონება სურს, ამიტომაც, ყველა დროში ყველა თაობას შესაბამისად წვრთნიდა და სულიერ საფეხურებზე თანდათანობით აჰყავდა; ზოგჯერ - ტკივილითა და მწუხარებით, ზოგჯერ - გულმოწყალებით, ხან - განსაცდელებით, ხან კიდევ მშვიდობისა და სიკეთის მიფენით...

წარმართულ პერიოდში სჯულის მიცემით მხოლოდ ებრაელთა ერს ებოძა სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და მიეცა ცოდნა ავისა და კარგის გარჩევისა, ღვთისსათნო ცხოვრებისა. რთული გზა გაიარა ისრაელმა, მაგრამ შეძლო, შემოქმედისთვის მიეგებებინა ღირსეულ მეფეთა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და სხვა წმინდანთა დასი; რაც მთავარია, შეძლო, მიეგებებინა ადამის მოდგმის მშვენება და ბრწყინვალე სამკაული, - მარადქალწული დედა უფლისა, ყოვლადწმინდა მარიამი, - კიბე ღვთის ქვეყნად ჩამომყვანებელი.
და, აი, იშვა მხსნელი იესო; მაგრამ ბეთლემში სიკვდილის დამთრგუნველის მოვლინებას ქვეყნის მმართველნი სიხარულით არ შეხვედრიან; პირიქით, მისი მოკვლა იქცა მეფე ჰეროდეს მთავარ მიზნად, რადგან მასში თავისი ძალაუფლების დამხობის საშიშროებას ხედავდა; ამიტომაც, ჰეროდეს ბრძანებით, ათასობით ჩვილ ყრმას სიცოცხლე მოუსწრაფეს იმ იმედით, რომ მათ შორის აუცილებლად იქნებოდა იესოც.

მაცხოვრისგან განდგომის და მისი უარყოფის მცდელობა, I საუკუნიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახით გამოვლენილი, დედამიწაზე ყოველთვის იყო: ამახინჯებდნენ მის მცნებებს, დასცინოდნენ მორწმუნეთ, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს ან, საერთოდაც, ქადაგებდნენ უღმერთობას...

ეს ყოველივე ნათლად მეტყველებს კაცთა მოდგმის დიდი ნაწილის მეტად სამწუხარო მდგომარეობაზე; იმაზე, რომ ისინი არა მხოლოდ შეეჩვივნენ ცოდვას, არამედ ცოდვასთან ერთად ყოფნა მოსწონთ; იმდენად შეეთვისნენ თავის დაცემულ მდგომარეობას, რომ გამოსწორების სურვილი აღარ აქვთ და მარადიული სატანჯველისათვის სწირავენ თავს, რადგან ასე ყოფნა სურთ.

ყველაზე საშიში სწორედ ეს არის, - როცა სულიერი სიკვდილი შინაურდება და ნამდვილი სიცოცხლე უცხო ხდება!“, - აღნიშნავს პატრიარქი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767800742

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე: რას არ გაიგებს კაცი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ აშშ-ის მიერ ფრანგი მოსამართლეების დასანქცირება ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელი ჩარევა იქნება, ს...

შალვა პაპუაშვილი

1767799215

ახალი ამბები

შსს-მ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახმკვლელობ...

დაკავება

1767794745

მსოფლიო

ანდრიუს კუბილიუსი: გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატოს დასასრული იქნება

 გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატოს დასასრული იქნება, - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. როგორც კუბილიუსი აცხადებს, არ სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე...

ანდრიუს კუბილიუს

1767793452

საზოგადოება

თამთა სოფრომაძე: ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო

 ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედ...

თამთა სოფრომაძე

1767792706

საზოგადოება

თამთა სოფრომაძე: ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესაძლებლობა მოგვცა

 2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა, ჯამურა...

თამთა სოფრომაძე