ლევან მაჭავარიანი: მინდა მადლობა გადავუხადო იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ და მოახერხეს თავის შეკავება - ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება ნიშნავს მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ [ოპოზიციას] არჩევნებამდე არეულობის მოწყობა სურთ.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მათ სურთ, რომ არეულობა მოხდეს არჩევნებამდე იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ საშტაბო მუშაობას და ვიღებთ ძალიან ბევრ მოქალაქეს. ძალიან ბევრი მხარდამჭერი მოდის ჩვენთან შტაბში და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც ფაქტობრივად ხელები ექავებოდათ ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი და მათ მოახერხეს თავის შეკავება. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა ქართველებისთვის, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, ვინაიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ სხვანაირად განწირულები არიან არჩევნებში. ესენი არიან ჩვეულებრივად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა გააჩნიათ, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ“-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757501206

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: იყო მოლოდინი, რომ ზეწოლით, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ეუთო/ოდირი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე

იყო მოლოდინი, რომ ზეწოლით, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ისინი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. დეპ...

ლევან მახაშვილი

1757501171

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბატონი ფიშერი იქცა რადიკალურ აქტივისტად

ბატონი ფიშერი იქცა რადიკალურ აქტივისტად, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუ...

ლევან მაჭავარიანი

1757501089

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით

ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული წევრი გახდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოში გერმანი...

არჩილ გორდულაძე:

1757501038

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: „დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინელებები

„დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინ...

არჩილ გორდულაძე

1757500993

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი პიტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავს ისეთი წარმომადგენელი, რომელიც დიპლომატიის ნაცვლად, პოლარიზაციის აღტყინებით არის დაკავებული

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებები „ქრონიკასთან“ შეაფასა. მისი შეფასებით, გ...

 რატი იონათამიშვილი