ლევან მაჭავარიანი მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში, გასაკვირია, რატომ ადევნებენ ამ ყველაფერს თვალ-ყურს იგივე ევროკავშირის ელჩი, დიპლომატიური კორპუსი, რატომ არ აკეთებენ განცხადებას?

„ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში და პირველ რიგში, გასაკვირია, რატომ ადევნებენ ამ ყველაფერს თვალ-ყურს იგივე ევროკავშირის ელჩი, დიპლომატიური კორპუსი, რატომ არ აკეთებენ განცხადებას ამასთან დაკავშირებით?“, - განაცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.
მან ისაუბრა თუ რას მოჰყვა დაპირისპირება. მაჭავარიანისთვის გაურკვეველია დიპლომატიური კორპუსის მხრიდან რატომ არის დუმილი, რატომ სურთ, რომ მხარეებს შორის პოლარიზაცია გაღვივდეს.
„ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში და პირველ რიგში, გასაკვირია, რატომ ადევნებენ ამ ყველაფერს თვალ-ყურს იგივე ევროკავშირის ელჩი, დიპლომატიური კორპუსი, რატომ არ აკეთებენ განცხადებას ამასთან დაკავშირებით?
აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი. მიდის აქტიურად მუშაობა. დაგეგმილად მოდის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. არიან ჩვეულებრივად ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში და აწყობენ ორგანიზებულ, კარგად გააზრებულ პროვოკაციას შტაბის წინ.
ამ შტაბში იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად, ძალიან რთულია, ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ჩვენი ღირსება. როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, საშინელი სიტყვებით ხდება შეძახილები და ასე შემდეგ, ძალიან რთულია, შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა, მიუხედავად იმისა, რომ ამით ვართ დაკავებული“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მან მოუწოდა ყველა მათ მხარდამჭერს, თავი შეიკავონ, რადგან აღნიშნული გამიზნულად კეთდება და ემსახურება რადიკალთა დღის წესრიგს.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო დიპლომატიურ კორპუსს, მათი მხრიდან ეს დუმილი ყველაფერზე - კარგად ვიცით, რომ ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის დაფინანსებული სწორედ ევროკავშირის თანხებით, მდიდარი „ენჯეოს“, „ნაცების“ აქტივისტები არიან ძირითადი ბირთვი ამ აგრესიული მოქალაქეების და რატომ არ იღებენ ხმას? რატომ არის დუმილი? არ არის ეს ხელის შეშლა საარჩევნო პროცესის? რატომ სურთ, რომ ეს პოლარიზაცია გაღვივდეს? რატომ აკვირდებიან ამ ყველაფერს ასე ჩუმად, თითქოს, არაფერი ხდება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1757434088
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ
შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ, - განუცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის...
1757433881
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“. მეათე საიუბილეო გამარჯვებას უზარმაზარი სხვაობით ვიზეიმებთ
არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნები...
1757431979
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურ...
1757430489
საზოგადოებაუკრაინის შესახებ კაია კალასის სიტყვით გამოსვლას მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი დაესწრო
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, კალასმა საუბარი თითქმის ცარიელ დარ...
1757430386
მსოფლიოკატარმა მკაცრად დაგმო ისრაელის მიერ დოჰაში განხორციელებული დარტყმა „ჰამასის“ ლიდერებზე
კატარმა მკაცრად დაგმო ისრაელის მიერ დოჰაში განხორციელებული დარტყმა „ჰამასის“ ლიდერებზე და მას მშიშარა აქტი უწოდა. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ დარტყმი...