ლევან მახაშვილი: გვქონდა მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდოდა. როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, ასევე იყო მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან

სიმართლე გითხრათ, გვქონდა მოლოდინი, რომ არ ჩამოვიდოდნენ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, მეორე - იყო იმის მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბარში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ეუთო/ოდირი საქართველოს უარს ეუბნება და მიზეზად ვადებს ასახელებს, თუმცა პრემიერმა სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე მთელი 4 კვირით ადრე მოიწვია.
„ეუთო/ოდირს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, ჩამოსულიყო. სიმართლე გითხრათ, გვქონდა მოლოდინი, რომ არ ჩამოვიდოდნენ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, მეორე - იყო იმის მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან. რაიმე ფიქსირებული ვადები [არჩევნებზე დასაკვირვებლად მომზადებისთვის] აქ არ არსებობს, ორმხრივი შეთანხმების საგანია, ამიტომ ეს ნაკლებად არის მიზეზი. თუ ნამდვილად აქვს ეუთო/ოდირს სურვილი, შეუძლიათ ამ [ჩამოსვლის] გადაწყვეტილების მიღება. პატივს ვცემთ და მივესალმებით გადაწყვეტილებას და იმედია ისინიც პატივისცემით მოეპყრობიან საქართველოს მოსახლეობის არჩევანს მუნიციპალურ არჩევნებზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.
1757438067
საზოგადოებაკახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილები შენობას კვერცხებს ესვრიან და ბანერი დააზიანეს
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები ცდილობენ ოფისის დაზიანებას, რამდენჯერმე ისროლეს შენობას კვერცხები, ასევე შეასხეს სითხე ბანერს, რომელზედაც თბილისის მერობის...
1757435828
საზოგადოებაჭეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაზე: არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ
„არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი...
1757434167
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო
„ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან...
1757434088
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ
შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ, - განუცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის...
1757433881
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“. მეათე საიუბილეო გამარჯვებას უზარმაზარი სხვაობით ვიზეიმებთ
არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნები...