ლევან მაჭავარიანი: შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ

 შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ, - განუცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა მას ოპოზიციის დღევანდელ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. ახლა ვიმყოფებით თბილისის საარჩევნო შტაბში და მიდის ოცდაოთხსაათიანი მუშაობა. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ აუცილებლად პირველ ტურში უნდა დავასრულოთ ეს არჩევნები და ასეც მოხდება. „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. გუშინ ვნახეთ როგორ მოვიდნენ მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო სამუშაოები მიმდინარეობდა და ხელს გვიშლიდნენ. ყვიროდნენ, ნივთებს ესროდნენ შენობას, ეს არის წინასაარჩევნო გარემოში უხეში ჩარევა.

მისასალმებელია შსს-ის ის განცხადება, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლითაც არის დაწყებული, ვინაიდან არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნების დღემდე, ვინაიდან ლუსტრირება მოხდება მათი რეიტინგის და ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“ მათ. მეათე საიუბილეო გამარჯვებას ვიზეიმებთ უზარმაზარი სხვაობით. არა მხოლოდ მე, ჩემი თანაგუნდელებიც სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ძალიან რთულია ისეთი შეურაცხყოფის ატანა, როგორიც გუშინ ვიხილეთ. შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757439152

მსოფლიო

რომის პაპმა შეშფოთება გამოხატა კატარში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო

 რომის პაპმა ლეომ შეშფოთება გამოხატა კატარში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ახლა მართლაც სერიოზული ამბები ხდება: ისრაელის თავდას...

რომის პაპჯ

1757438067

საზოგადოება

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილები შენობას კვერცხებს ესვრიან და ბანერი დააზიანეს

 კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები ცდილობენ ოფისის დაზიანებას, რამდენჯერმე ისროლეს შენობას კვერცხები, ასევე შეასხეს სითხე ბანერს, რომელზედაც თბილისის მერობის...

შეკრებილები

1757435828

საზოგადოება

ჭეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაზე: არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ

 „არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი...

ირაკლი ჭეიშვილი

1757434167

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო

 „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან...

ლევან მაჭავარიანი

1757433881

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“. მეათე საიუბილეო გამარჯვებას უზარმაზარი სხვაობით ვიზეიმებთ

 არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნები...

ლევან მაჭავარიანი