ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, დარჩენილები არიან ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრების იმედზე

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ხედავთ, ისინი დარჩენილები არიან რაღაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრების იმედზე, მიხაილ როთის და ა.შ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა სენატორ ჯიმ რიშს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მისი თქმით, ეს აშშ-ის შიდა საქმეებია და ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მინიმუმ გასაკვირია, „დიფ სთეითის“ ასეთი ღია წარმომადგენელი [სენატორი ჯიმ რიში] ბატონმა ტრამპმა ასეთი სიტყვებით მოიხსენია, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, აშშ-ის შიდა საქმეებია და ეს აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის, არც საქართველოსთან და არც გარე სამყაროსთან.
რიში კენჭს იყრის ერთ-ერთ შტატში და შესაბამისად, ბატონ დონალდ ტრამპს აწყობდა ამ განცხადების გაკეთება, ვინაიდან მისი შანსები გაეზარდა. ეს არის აშშ-ის შიდა საქმეები, რატომ აწყობდა, რა თქმა უნდა, ეს ბატონმა ტრამპმა იცის მხოლოდ.
სიმართლე გითხრათ ეს ჩვენთვის ცოტა გასაკვირია, რომ ბატონი ტრამპი ღიად უპირისპირდება „დიფ სთეითს“ და ამის ფონზე „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ თვალსაჩინო აქტორს წარმატებას უსურვებს თვითონ აშშ-ში“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
1742642930
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ არც მათ თავმოყვარეობას გაითვალისწინებენ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, არც მათ „პრინციპულობას“ - როგორც დააჯგუფებენ, ზუსტად ის მოუწევთ მოქმედება
იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ნულოვანი, თუნდაც ძალიან პატარა წარმატების მიღწევის შანსი აქვთ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რად...
1742642841
ახალი ამბებიკახა კალაძე: ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ადამიანები საუკუნეებია უვლიან, ალამაზებენ და სიყვარულით ეპყრობიან ჩვენს თბილისს
აბანოთუბანში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და ხუთი საელჩ...
1742640382
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი - ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის აგენტურული ძალა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მათზე არ არის დამოკიდებული, მათ არ აქვთ საკუთარი ნება და სურვილი, ამიტომ, დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას
„საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს და სამწუხაროა რომ არ არსებობს. ეს არის აგენტურული ძალა და აგენტურულ ძალას ერთიანი პირი არასდროს ჰქონია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა...
1742635718
საზოგადოება„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღ...
1742634476
ახალი ამბებიავარია დაბა აბასთუმანში - დაშავებულია 11 ბავშვი
დაბა აბასთუმანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 11-მა ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ბავშვები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ დამატებითი კვლევები უტ...