კახა კალაძე: ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ადამიანები საუკუნეებია უვლიან, ალამაზებენ და სიყვარულით ეპყრობიან ჩვენს თბილისს

 აბანოთუბანში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და ხუთი საელჩოს წარმომადგენელთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას და მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს ნოვრუზ ბაირამს. ეს არის განახლების, სიკეთის, სიხარულის დღესასწაული. ჩვენ ყველამ ერთმანეთს უნდა ვუსურვოთ სიხარული, სიყვარული და სიკეთე.

მე, როგორც თბილისის მერი, როგორც ამ ულამაზეს ქალაქში მცხოვრები ადამიანი, ძალიან ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ადამიანები საუკუნეებია უვლიან, ალამაზებენ და სიყვარულით ეპყრობიან ჩვენს თბილისს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნება და რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ ყოველწლიურად ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებასა და მშვიდობას გისურვებთ, როგორც თქვენ, ასევე მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნოვრუზ ბაირამის ფესტივალი ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, აბანოთუბანში გაიმართა ერთ-ერთი მთავარი ტრადიციული ცერემონია - კოცონის დანთება. მოწყობილია აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და ირანის საელჩოების მიერ მოწყობილი სტენდები, სადაც წარმოდგენილია ნოვრუზის ტრადიციები და კულტურა. ასევე, დამთვალიერებლებისთვის დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სპორტული საბრძოლო ხელოვნება, ცეკვები, მუსიკალური ნომრები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი