თურქეთში 343 ადამიანი დააკავეს
თურქეთში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები, მას შემდეგ, რაც სტამბოლის მერი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს. აქციების მესამე დღეს პოლიციამ 343 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Deutche Welleავრცელებს.
დემონსტრანტები თურქეთის მსხვილ ქალაქებში იმის მიუხედავად იკრიბებიან, რომ შს მინისტრმა ალი ერლიკაიმ აქციების ჩატარება აკრძალა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პროტესტებს „ქუჩის ტერორი“ და ქაოსი“ უწოდა.
„343 ეჭვმიტანილი დაკავებულია სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, ანტალიაში და რამდენიმე სხვა ქალაქში“, - დაწერა X-ში თურქეთის შს მინისტრმა.
სტამბოლში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა არა მარტო იმამოღლუს გათავისუფლება, არამედ მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს. პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ბლოგერები წერენ, რომ Х-ში თურქი აქტივისტების ექაუნთები იბლოკება, რომლებიც პროტესტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
ეკრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს. ის დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და კორუფციაშია ბრალდებული. თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, იმამოღლუს წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის მუხლითაც მიმდინარეობს, კერძოდ, ის „ქურთთა მუშათა პარტიის“ მხარდაჭერაშია ბრალდებული.
დაკავებები და პროტესტები თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად იმამოღლუს დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. არჩევნები თურქეთში 2028 წელს ტარდება. იმამოღლუს სასამართლო 22 მარტს იმართება.
1784139694
ახალი ამბებიშიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში
„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...
1784138858
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...
1784136561
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...
1784134252
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...
1784133607
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...































