ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია უბედურ დღეშია, აბსოლუტური ქაოსია და ეტყობა ინსტრუქციებიც იგვიანებს

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ძალიან უბედურ დღეშია.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიციამ  როგორც ამომრჩეველს, ასევე, მათი პარტიის წევრებს იმედები გაუცრუა და აბსოლუტური ქაოსია, ინსტრუქციებიც იგვიანებს.

„ოპოზიცია არის ძალიან უბედურ დღეში. ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, მათ შორის პირადად ჩემთანაც ბევრი ადამიანი მოდის, რომლებიც თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავენ. ადამიანთა ჯგუფი იყო, რომელიც გამსვლელ სიაში იყო, ვიღაცამ ფული დადო ამისთვის, ვიღაცამ ხმები მოიზიდა, ბევრი იშრომა, ვიღაც ბავშვობიდან ოცნებობდა პარლამენტარობაზე და დატოვეს საპარლამენტო მუშაობის მიღმა, ამით თავიანთ ამომრჩევლებსაც იმედები გაუწბილეს. ატყუებდნენ თავიანთი პარტიის წევრებს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არჩევნები არის გაყალბებული.

რა თქმა უნდა, თავიანთი ამომრჩეველი ძალიან უკმაყოფილოა იმით, როდესაც პირდაპირ ეთერში ისმენს, როგორ აანონსებენ,  მათ დღის წესრიგს წარმოადგენს დესტრუქცია, ხელოვნური კრიზისის შექმნა, ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია და ა.შ. შესაბამისად, აბსოლუტურად გამარგინალიზირებულები არიან და ამას ხვდებიან თავიანთი პარტიის წევრები, რა თქმა უნდა. ახლა არის აბსოლუტური ქაოსი, ეტყობა ინსტრუქციებიც იგვიანებს, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ მათი რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი