ლევან მაჭავარიანი: თავის გუნდთან ერთად, ძალიან დიდი სამუშაო გასწია ბატონმა კახიმ და რა თქმა უნდა, მომავალი 4 წლის განმავლობაშიც ის გააგრძელებს ამ სამუშაოს

კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი მისი ცხოვრება წარმატებასთან ასოცირდება. ეს წარმატება მას ძალიან დიდი შრომის ფასად უჯდება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, კახა კალაძემ თავის გუნდთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო გასწია და იგი გააგრძელებს დედაქალაქზე ზრუნვას შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
„ჩვენ ვხედავთ თბილისი როგორი დედაქალაქია დღეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ევროპული სტანდარტების დედაქალაქი.
თავის გუნდთან ერთად, ძალიან დიდი სამუშაო გასწია ბატონმა კახიმ და რა თქმა უნდა, მომავალი 4 წლის განმავლობაშიც ის გააგრძელებს ამ სამუშაოს. რა თქმა უნდა, თბილისში პრობლემები რჩება, თუმცა ბატონმა კახი კალაძემ აბსოლუტურად ყველა ეს პრობლემა იცის - ყველა რაიონის უბნის დონეზე და მომდევნო 4 წელს იგი დაუთმობს ამ პრობლემების აღმოფხვრას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მმართველი პარტია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს წარადგენს. კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძეა.
1754026173
ახალი ამბებისტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კმ1...
1754025069
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: კახა კალაძის გამარჯვება უდავოა, ეს საქართველოს მოსახლეობის და თბილისელების გამარჯვებაც იქნება
კახას გამარჯვება უდავოა. ეს საქართველოს მოსახლეობის და თბილისელების გამარჯვებაც იქნება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კახა კალაძის წარდგენის საზეიმო ღონისძიების შემდეგ. „კახას გ...
1753995311
მსოფლიოაშშ-ის სენატის კომიტეტმა უკრაინის მხარდასაჭერად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა პენტაგონის ბიუჯეტი მომდევნო ფინანსური წლისთვის. ბიუჯეტი, სხვა ხარჯებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინე...
1753992746
საზოგადოებასასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე, დევდორა...
1753990114
საზოგადოებამამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი, ეს მო...